1geo

fb you od

წმიდა თარჯიმანთა დღესასწაული თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

targmanchac ton 

2015 წლის 25 ივნისს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ აღნიშნა თარჯიმანთა დღე. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, წინამძღოლობით და სამღვდელოების მონაწილეობით თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში აღევლინა საღმრთო ლიტურგია, რომელსაც ესწრებოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, მთარგმნელები, სომეხი მორწმუნეები.

საღმრთო ლიტურგიის დროს, მქადაგებელმა ქალაქ ახალციხის და რაიონის სომხური სამოციქულო ეკლესიის თემების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ღევონდ თოფაშიანმა ისაუბრა დღის საიდუმლოზე. მან საჰაკ პართევისა და მესროპ მაშტოცის შექმნილი სომხური დამწერლობა შეადარა იმ უძლეველ არმიას, რომლის 36 ჯარისკაცი აი უკვე 1600 წელი ინარჩუნებს და იცავს სომხურ დამწერლობასა და ლიტერატურას, სომხურ აზროვნებასა და რწმენას.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ თბილისის სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ვაზგენ ეპისკოპოსთან ერთად ეწვივნენ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს. ილოცეს სომეხ დიდებულთა საფლავებთან და ქედი მოიხარეს მათი ხსოვნის წინაშე. წინამძღვარმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სომეხთა ეკლესია თარჯიმანთა დღესასწაულს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს და დამსწრეებს მოუწოდა, ყოველთვის ნათელყონ სომხური დამწერლობის შემქმნელების - წმინდა საჰაკ პართევისა და მესროპ მაშტოცის დიდი წვლილი სომხურ განათლებასა და საეკლესიო ლიტერატურაში.

DSC03634 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)