სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივის მიგება ისტორიულ სამშობლოში |
სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სომეხთა ეპარქიამ მოაწყო ორდღიანი მომლოცველობა დასავლეთ სომხეთის ისტორიული ძეგლებისკენ. 2015 წლის 4 ივნისს, თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის მღვდელ ნარეკ ღუშჩიანის ხელმძღვანელობით, მომლოცველთა 40-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა ისტორიული სამშობლოს ქალაქებში - ყარსი, ანი, სარიღამიში. მომლოცველთა უმრავლესობა სომეხთა გენოციდის წლებში რისვაივაგლახით გადარჩენილ და საქართველოში, კერძოდ, თბილისში, დამკვიდრებულ გადმოსახლებულთა შთამომავლები იყვნენ. მომლოცველობის მიზანი იყო ფეხის დადგმა იმ მიწაზე, საიდანაც მახვილითა და ძალადობით გამოაძევეს ჩვენი წინაპრები, ქედის მოხრა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის წინაშე და გადარჩენილი წინაპრების შეუსრულებელი ოცნების ახდენა - 100 წლის წინ დაკარგულ მშობლიურ მიწაზე გავლა. მომლოცველთა ლოცვა სომხურ ისტორიულ ეკლესიებში იქცა ამ ოცნების აღსრულებად, ვინაიდან მათი ლოცვა შეუერთდა ანგელოზებად ქცეულ წმინდა მოწამეთა ლოცვას. მომლოცველები იყვნენ ყარსის ციხესიმაგრეში, მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმის ექსპონატებმა, იხილეს ეღიშე ჩარენცის ნანგრევებად ქცეული სახლი, ქედი მოიხარეს სომხეთის 12 დედაქალაქთაგან ერთ-ერთის - ანის, ნანგრევებთან. მორწმუნეებმა ილოცეს ყარსის მე-10 საუკინის „სურბ არაქელოც“ ეკლესიაში, სანთლები დაანთეს და მონაწილეობა მიიღეს რელიგიურ ცერემონიებში, ანის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში ლოცვის შემდეგ კი, მიიღეს წმინდა ზიარება. მომლოცველეობა ძალზედ შთამბეჭდავი და ემოციური იყო. სომეხთა გენოციდის მე -100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ისევ მოეწყობა მომლოცველობა დასავლეთ სომხეთში.
|