სიყვარულის სიმღერების საღამო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში |
2015 წლის 9 ივლისს, "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გამართული კონცერტი სიყვარულის სიმღერების ლამაზი თაიგული იყო, რომელიც მსმენელს უბოძა ცნობილმა სოლისტმა ანა პოღოსოვამ. ანა პოღოსოვამ მუსიკის მოყვარული საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა ხალხური, ეროვნული და თანამედროვე სიმღერების ბრწყინვალე შესრულებით. სოლო კონცერტზე გაჟღერებული მხიარული და ემოციური, მელანქოლიური და მონატრებით აღსავსე სიმღერებით მან მსმენელი გადაიყვანა სიყვარულის უსასრულო სამყაროში, რითაც დაადასტურა იმის ფილოსოფიური ჭეშმარიტება, რომ სამყარო ეფუძნება ამ ამაღლებულ გრძნობას და მხოლოდ სიყვარულს ძალუცს მისი გადარჩენა. ბავშვობიდანვე სიმღერა, მუსიკა განუყოფელი ნაწილი იყო ანა პოღოსოვასი, მას გავლილი აქვს ვოკალის სკოლა, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში მონაწილეობა აქვს მიღებული საესტრადო სიმღერის კონკურსებსა და ფესტივალებში. ახალგაზრდა შემსრულებელი თბილისში "ნუცას სკოლა" საესტრადო სიმღერის კონკურსში ფინალამდე მივიდა. დედა სამშობლოში გამართულ არნო ბაბაჯანიანის მუსიკის ფესტივალში მან მოიპოვა პირველი პრიზი და გალა-კონცერტში სახელმწიფო ორკესტრთან ერთად არნო ბაბაჯანიანის ნაწარმოების წარდგენის პატივი. სიყვარულის სიმღერების საღამო ანა პოღოსოვას სოლო კონცერტი იყო ქორწინებამდე, მომღერალმა ის უბოძა თავის მსმენელს საქორწილო ცერემონიალამდე. ანას კონცერტი მიმდინარეობდა „ანი“ ანსამბლის (ქორეოგრაფი: ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანი) ცეკვის, თბილისის პეტროს ადამიანის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობ სოლისტ ჰენრიხ პეტროსიანის სიმღერების, ცენტრის დუდუკისა და დოლის წრის გამოსვლების, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელ ლევონ ჩიდილიანისა და სოლო კონცერტის წამყვან ლიზა თოროსიანის დეკლამაციების თანხლებით. კონცერტი დასრულდა ლამაზი სომხური ოჯახის შექმნის, მრავალი შვილის აღზრდის კეთილი სურვილებით და მილოცვის მხურვალე ოვაციებით. |