1geo

fb you od

ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

vardavar 

2015 წლის 12 ივლისს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ აღნიშნა 5 ძირითად დღესასწაულთაგან ერთი - ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში დღესასწაულზე აღევლინა საღმრთო ლიტურგია.

დილიდან მხიარული განწყობა იყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. მორწმუნეები წირვაზე მოდიოდნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ მათ საყვარელ დღესასწაულთაგან ერთში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, ეკლესიაში აღევლინა საღმრთო ლიტურგია, მქადაგებელი - მღვდელი სამველ თოროსიანი. წირვის დროს, სულიერმა მამამ დღესასწაულის შესახებ იქადაგა.

წმინდა წირვის შემდეგ, მამა სამველმა, სახარებითა და ჯვრით ხელში, ლოცვა აღავლინა ეკლესიის ეზოში შეკრებილი ახალგაზრდებისათვის, ვარდის ფურცლები ჩაყარა წყალში, რასაც მოჰყვა ტრადიციული წუწაობა.

 საზეიმო განწყობა გაგრძელდა ეკლესიის ეზოში გავრცელებული წუწაობით, რასაც თან ახლდა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ორგანიზებული მხიარული სიმღერა და მუსიკა. მხიარულ რიტუალში მონაწილეობდნენ ზრდასრულები და ახალგაზრდები, სტუმრები და საღმრთო ლიტურგიის მონაწილეები.

ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ფერისცვალების დღეს წირვის შემდეგ ზეიმი ჩატარდა ახალქალაქის „სურბ ხაჩ“, ნინოწმინდის „სურბ სარგის“ და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიებში. დღესასწაულთან დაკავშირებით ახალციხის „სურბ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში იმყოფებოდა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი.

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ფერისცვალებით სულიერად განათლებული და ვარდავარის წყლით გაწმენდილი მორწმუნეები დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, თან გაიყოლეს მქადაგებელი მღვდლების მოწოდება - გაწმენდილი წყლით და განახლებული იესო ქრისტეთი - ახალი ცხოვრება იცხოვრონ.

11694803 1643441392538501 163614830923715226 n 11750654 1643441652538475 3465889389898698137 n 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)