დაუვიწყარი ზაფხული ლიდერთა სკოლაში |
2015 წლის 21 ივლისიდან პირველ აგვისტომდე სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს პრაგრამა "საზაფხულო სკოლის" ფარგლებში ორგანიზებულ "დიასპორის სათვისტომოს საქმის ორგანიზატორი" კურსებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) აქტივისტებმა თამარ სიმონიანმა, ალინა ბალიოზიანმა და დავით ხარაზოვმა. ტრენინგებში, რომელიც მიზნად ისახავდა დიასპორის სათვისტომოს სტრუქტურათა მოღვაწეობის მხარდაჭერას, ეროვნულობის შენარჩუნების პროგრამების ეფექტიანობის ამაღლებას, სათვისტომოს საქმის ორგანიზატორთა მომზადების დონის ამაღლებას, მონაწილეობდნენ აშშ-დან, კანადიდან, ბულგარეთიდან, რუსეთსა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ახალგაზრდა ლიდერები და აქტიური წევრები. სასწავლო პროგრამა საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ახალგაზრდა ლიდერები ამ დღეებში გაეცნნენ ადგილებზე მოღვაწეობის შესაძლებლობებს, გაიზიარეს ერთმანეთის წარმატებები, მათ გააცნეს სათვისტომოს მოღვაწის პუბლიცისტური, რიტორიკული, ქცევითი თვისებები. სასწავლო პროგრამის მიზანი არა მხოლოდ ამ თვისებების სწავლება, არამედ მათი სწორად გამოყენების სწავლება იყო. პრაქტიკულ მეცადინეობებზე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდა წარმომადგენლებმა პროგრამის მონაწილეებს წარუდგინეს საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, სომხური ახალგაზრდების საქმიანობა, რომელიც მოიცავს თბილისში სომხური კვალის და სომხური ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება, ახალგაზრდების ისტორიულ-კულტურული ცნობიერების ამაღლებას და მშობლიური ენის გავრცელებას. პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ისტორიული სამშობლოს გაცნობა. ღირსშესანიშნაობების დათვალიერების ფარგლებში კურსების მონაწილეები იყვნენ ერაბლურზე, წიწერნაკაბერდსა და გეღარდში, ადგილები, რომლებმაც დააინტერესა და ააღელვა მსოფლიოს მრავალი წერტილიდან ჩამოსული სომეხი ახალგაზრდები. შთამბეჭდავი იყო ექსკურსია სმბატაბერდში, სადაც მისვლა შეიძლებოდა თავიდან ავტობუსით, შემდეგ სატვირთო ავტომანქანით და ბოლო 3 კილომეტრი - ფეხით. მთის მწვერვალიდან მათ წინაშე გადაიშალა სომხეთი, განუმეორებელი და ლამაზი ბუნებით, რამაც ახალგაზრდებს სიამაყის გრძნობა შეჰმატა. ამ დღეებში შეხვედრები გაიმართა სრ საგარეო საქმეთა მინისტრთან, არცახის ომის გმირ, დაბადებით თბილისელ არკადი ტერ-თადევოსიანთან, დიასპორის მინისტრის მოადგილესთან, საზოგადო მოღვაწეებსა და სხვა. ახალგაზრდა ლიდერების სასწავლო კურსის დახურვის ცერემონიაზე სრ დიასპორის მინისტრ ჰრანუშ ჰაკობიანმა ახალგაზრდა მოღვაწეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა და ხაზი გაუსვა სათვისტომოს საქმის ორგანიზატორთა პირად პატრიოტულ მაგალითს, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათდამი ნდობის და რწმენის განმტკიცებას, რაც საქმის წარმატების საწინდარია. დამშვიდობებისას ახალგაზრდები შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს ისევ მიიღებენ მონაწილეობას სასწავლო კურსებში და ერთმანეთს გაუზიარებენ მიღებული ცოდნის გამოყენებით მიღწეულ შედეგებს. |