1geo

fb you od

„სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღმა მიიღო თავისი აღსაზრდელები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC0385 

2015 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღში დაიწყო 2015-16 სასწავლო წელი. დილიდან მხიარული განწყობა იყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში. ნაირფერი თაიგულებით 50-მდე სომეხი პატარა მშობლებთან ერთად ეკლესიაში იყო მოსული დილის ღვთისმსახურებაში მონაწილეობისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევის მიღებისათვის.

ღვთისმსახურების შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მიმართა დამსწრეებს, მიულოცა ახალი სასწავლო წელი და უსურვა ჯანმრთელობა, საინტერესო და წარმატებული დღეები. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ დაარიგა, რომ წინა წლების მსგავსად წელსაც ბავშვების დღე საბავშვო ბაღში დაიწყონ დილის ღვთისმსახურებაში მონაწილეობით, უფლის კურთხევის მიღებითა და სასულიერო პირებთან ერთად ლოცვით. წინამძღვარმა გაამხნევა მშობლები, რომლებსაც ქალაქის სხვადასხვა რაიონებიდან თავიანთი შვილები ამ საბავშვო ბაღში მოჰყავთ, იმ რწმენით, რომ ზუსტად აქ ეყრება საფუძველი ბავშვების სულიერ და სომხური სულისკვეთებით აღზრდას. საუბარი შეეხო საბავშვო ბაღის ხუთწლიან მოღვაწეობას და მადლიერებით გაესვა ხაზი საბავშვო ბაღის პედაგოგიური კოლექტივის მოღვაწეობას. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ განათლების განყოფილების დირექტორის და საბავშვო ბაღის ხელმძღვანელ ევგენია მარკოსიანის ხელმძღვანეობით გაწეულ საქმიანობას უწოდა მისია - აღსავსე სანუკვარი სიყვარულით.

საუფლო ლოცვის შემდეგ პატარები გაემართნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრისკენ, სადაც პატარებს ელოდა ბუშტებით, ყვავილებით და სათამაშოებით მორთული საკლასო ოთახები.

პირველი დღე საბავშვო ბაღში დაიწყო ახალმოსულთა ტირილით, უფროსების მხიარული სიცილითა და საინტერესო თამაშებით.

„სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღი შეიქმნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივით და მიზნად ისახავს სომეხი ბავშვის სომხური სულისკვეთებით აღზრდას, სომხური სკოლაში გაძღოლას. წელს ახალდმოსულთა რიცხვმა მიაღწია 20-ს და არსებობს მოლოდინი, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა სიამაყით აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საბავშვო ბაღმა 40-ზე მეტ ბავშვს გაუძღვა სომხურ სკოლაში, სადაც ისინი გამოირჩევიან მომზადების მაღალი დონით.

საბავშვო ბაღი მზად, გამართული ცხრილით, განაწილებული გაკვეთილებით, დაკომპლექტებული მასწავლებლების შემადგენლობით შეუდგა თავის საქმიანობას. აღვნიშნავთ, რომ გარდა შემეცნებითი- საგანმანათლებლო თამაშებისა, ბავშვები აქ სწავლობენ ასევე სიმღერასა და ცეკვას, ხატვას, სწავლობენ ხელნაკეთობების გაკეთებას, ხოლო უფროსი ჯგუფის აღსაზრდელები იღებენ დაწყებით ცოდნას არითმეტიკაში, სწავლობენ ანბანს. სწავლობენ როგორც სომხურს, ასევე ქართულს, იღებენ სასულიერო აღზრდას. მიღება საბავშვო ბაღში გრძელდება სექტემბრის ბოლომდე.

DSC03855 DSC03853 DSC03869 

257498 DSC03867 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)