გენოციდის თვითმხილველის წიგნის პრეზენტაცია |
2015 წლის 9 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა სომეხთა გენოციდის თვითმხილველის წიგნის პრეზენტაცია. ღონისძიება განხორციელდა „სომხური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოში“ არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, და მიეძღვნა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. დამსწრეთა შორის იყვნენ ავტორის ქალიშვილი, შვილიშვილები და ახლობლები. პრეზენტაცია გახსნა „სომხური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოში“ არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ემა ახტიანმა, მან ისაუბრა იმ პასუხისმგებლობასა და მზადყოფნაზე, რომლითაც ცენტრმა ორგანიზება გაუწია წიგნის რედაქტირებას, თარგმნასა და გამოცემას. გენოციდგადატანილ სომეხს კარგად აქვს გათავისებული თვითმხილველის თავისი მემუარების წიგნის მეშვეობით თაობებისა და ფართო საზოგადოებისათვის გადაცემის საჭიროება და, ბუღალტრის მოღვაწეობის პარალელურად, ფანქრით დააფიქსირა თავისი მოგონებები, დეტალურად აღწერა საკუთარი სახლი, ერზრუმი და მიმდებარე სოფლები, სომეხი გმირები და შექმნა ხელნაწერი წიგნი. იგი ზუსტად იყო დარწმუნებული, რომ საბჭოთა კავშირის დროს შეუძლებელი იყო წიგნის გამოქვეყნება. იგი მთელი თავისი ცხოვრება როგორც სიწმინდეს ინახავდა ხელნაწერს, გარდაცვალებამდე თავის ქალიშვილს, ყოფილ მასწავლებელ იზაბელა დილბარიანს უანდერძა წიგნის აუცილებლად გამოქვეყნება. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო მამამისის ანდერძის განხორციელება და აი მისი შვილთაშვილის ლევონ რშტუნის დაფინანსებით წიგნი მკითხველის მაგიდაზეა სომხურ და რუსულ ენებზე. ლევონ დილბარიანის შვილიშვილმა რიმა რშტუნიმ ისაუბრა იმ რთულ გზაზე, რომელიც განვლო პაპამისის წიგნმა ხელნაწერიდან გამოქვეყნებამდე, განსაკუთრებით სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის წელს. მან აღნიშნა, რომ დედამისი წუხდა, რომ ვერ შეძლო მამის ანდერძის შესრულება, ლევონ დილბარიანის საფლავიდან კესანეს ყვავილი მოიტანა და დააკრა ხელნაწერის პირველ გვერდს, ყვავილი გახმა და თითქოს გენოციდის მე-100 წლისთავის სიმბოლო კესანეს ანალოგად იქცა. ქალბატონმა რშტუნიმ მადლიერება გამოუხატა საქართველოს სომეხთა ეპარქიას და მის წინამძღვარს, „სომხური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოში“ არასამთავრობო ორგანიზაციას, მის თავმჯდომარე ემა ახტიანს, ცენტრის წევრ გისანე ჰოვსეფიანს, მთარგნელ ვერონიკა ჰარუთუნიანს, წიგნის მოკლე ვადაში გამოქვეყნებისათვის. თავის გამოსვლაში ენოქ თადევოსიანმა მაღალი შეფასება მისცა წიგნს და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ წიგნმა ერზრუმიდან რისვაივაგლახით გადარჩენილ სომხებს შესაძლებლობა მისცა წარმოედგინათ მათი ოჯახის ისტორია, ქალაქი ერზრუმი, მიმდებარე სოფლები, ადგილობრივი სკოლა და მასწავლებლები, სომეხი გმირები, რაც იმდენად ნათლად არის აღწერილი, რომ მრავალი ერზრუმელს აძლევს შესაძლებლობას წარმოიდგინონ წინაპრების ცხოვრება. შემდეგ გამოვიდნენ მიქაელ თადევოსოვი, ინა დილბარიანი, ივანე ტარხანოვი და სხვები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დალოცა დამსწრეები, მაღალი შეფასება მისცა ავტორის, როგორც თვითმხილველის, მონაყოლს სომეხთა ტკივილზე, დაკარგულ სამშობლოზე, ხაზი გაუსვა თხრობის სისადავეს, დასავლეთ სომხეთის ქალაქებისა და სოფლების ყოფის ნათლად აღწერას, სადაც ადგილი ეთმობა სომხების და თურქების, ქურთების და სომხების უშუალო და უბრალო მეგობრობის აღწერას. წინამძღვარმა აღნიშნა, რომ ურიგო არ იქნებოდა წიგნის პრეზენტაციის ახალციხეშიც გამართვა, სადაც დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ისტორიული კარინის პროვინციიდან აყრილი სომხების შთამომავლები. ბოლოს დამსწრეებს დაურიგდა ლევონ დილბარიანის წიგნი "მოგონებები წარსულიდან", სომხურ და რუსულ ენებზე. |