1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი დაესწრო საქართველოს რელიგიის სააგენტოს 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

2 

2016 წლის 16 თებერვალს, თბილისის "ქორთიარდ მარიოტის" წვეულებათა დარბაზში გაიმართა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და მღვდელმა მამა ნარეკ კუშჩიანმა.

სააგენტოს ანგარიშს ესწრებოდნენ როგორც სხვადასხვა რელიგიური თემების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
სააგენტოს შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშით გამოვიდა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. სააგენტოს განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია რელიგიური უმცირესობების სამართლებრივი მდგომარეობა. მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ რელიგიური თემების დაფინანსება, რომელთა ნაწილი დაზარალდა კომუნისტური მმართველობის წლებში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)