დიდი მარხვა გაშუალედდა: მიჯინქის დღესასწაული თბილისში |
2016 წლის 2 მარტს, სომხური სამოციქულო წმიდა ეკლესიის კალენდრით, დიდი მარხვა გაშუალედდა, და ვინაიდან 24-ე დღეა, მას ეწოდება მიჯინქ (შუალედი). რელიგიურ დღესასწაულებთან შერწყმული ხალხური ტრადიციები ახალ სიცოცხლისუნარიანობას შეჰმატებენ მორწმუნეთა ცხოვრებას, ამიტომაც გასაგებია ის სადღესასწაულო განწყობა, რომელიც სუფევდა ამ დღეს თბილისის სომხურ ეკლესიებში. „სურბ გევორგ“ საკათედრო და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში სულიერი მამების ხელმძღვანელობით, სათანადოდ იყვნენ მომზადებულნი დღესასწაულისთვის. თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე სომხური ეკლესიები სავსე იყო მორწმუნეებით. ეროვნულ ტრადიციულ დღესასწაულში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები და უამრავი მორწმუნე. საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ტარონ“ (ქორეოგრაფი: სურენ აბრამიანი), "ვანქ" (ქორეოგრაფი: ლიანა კაშავანიძე), "ანი" (ქორეოგრაფი: ანგელინა ნაზარიან-ქოჩიან) ცეკვის ანსამბლების წევრებმა, ნაწილმა „სურბ გევორგ“ ეკლესიის, ნაწილმა - „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მაგიდებზე განათავსეს ჯვრის ნათლიების - იური ერემიანის და კარენ სარგსიანის, მხარდაჭერით, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის წევრების, ლარისა და ამალია ჰარუთიუნიანების და ტომა ახიჯანიანის გამომცხვარის ქადები. ორივე ეკლესიაში სასულიერო პირების მონაწილეობით შესრულდა საღამოს „მშვიდობის“ ღვთისმსახურება, შემდეგ შესრულდა ქადის კურთხევის წესი. სულიერმა მოძღვრებმა -მღვდელმა სამველ თოროსიანმა და მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა, მორწმუნეებს მიულოცეს დიდი მარხვის პირველი ნახევრის წარმატებით გატარება, და ძალა და მხნეობა უსურვეს მარხვის დარჩენილი დღეების გატარებისთვის. ეროვნულ კოსტუმებში გამოწყობილმა გოგონებმა მორწმუნეებს დაურიგეს არომატული და გემრიელი ნაკურთხი ქადები.
|