1geo

fb you od

პანაშვიდის წესი თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC01604 

2016 წლის 5 მარტს, ქვეყნის მცველის დღესთან დაკავშირებით, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით, შესრულდა პანაშვიდის წესი ცხონებული მხედართმთავრის, ვაზგენ სარგსიანისა, და 1988 წლიდან 1994 წლამდე სომხეთისა და არცახის თავდაცვის მიზნით დაღუპული ქვეყნის მცველ მოხალისეთა სულების სიმშვიდისთვის.

პანაშვიდის ცერემონიის შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარმა ასევე შეასრულა ქვეყნის მოზარდ მოხალისეთა კურთხევის წესი.

უდროოდ დაღუპული   ვაზგენ სარგსიანის დაბადების დღეს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ლოცვა აღავლინა სომხეთისა და არცახის მშვიდობისათვის, სამხედრო მოსამსახურეთა თავიანთ ოჯახებში ჯანსაღად დაბრუნების ვედრებით.

ეპარქიის წინამძღვარმა მოზარდებს, ახალგაზრდებს და მორწმუნეებს გადასცა სომხეთის რესპუბლიკის ქვეყნის მცველ მოხალისეთა კავშირის თავმჯდომარის, გენერალ მანველ გრიგორიანის, მისასალმებელი სიტყვა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)