ღია გაკვეთილი შემოდგომის თემაზე |
სიახლეები |
2016 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში (დირექტორი: ევგენია მარკოსიანი) ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელიც მიეძღვნა შემოდგომის თემის შეჯამებას და მოიცავდა მეტყველების განვითარების, სიმღერის, ხატვისა და სახვითი ხელოვნების კომპონენტებს. შემოდგომამ, თავისი ფერებით და მოსავლით საკლასო ოთახში გადმოინაცვლა. იგრძნობოდა, რომ საბავშვო ბაღის პედაგოგებმა, მშობლების მხარდაჭერით, ბავშვებისთვის თვალსაჩინო გახადეს წელიწადის ამ დროის მრავალფეროვნება: ფოთოლცვენა, ნისლიანი ამინდი, ხილისა და ბოსტნეულის სიუხვე. გაკვეთილი დაიწყო საუფლო ლოცვით. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილს მრავალი ადამიანი ესწრებოდა, ამან არ შეზღუდა აღსაზრდელები. გაკვეთილის წამყვანის ევგენია მარკოსიანის შეკითხვებზე მათი პასუხები ჟღერდა მკაფიოდ და გააზრებულად, ყველა ბავშვის აქტიური მონაწილეობით. გაკვეთილი ემსახურებოდა ბუნების შეცნებას, ბავშვებმა წარმოაჩინეს წელიწადის დროების, შესაბამისი თვეების, წელიწადის დროთა მონაცვლეობის და თავისებურებების ცოდნას, ასევე აჩვენეს ბუნების ნაბოძები სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის შესახებ ცოდნა. გაკვეთილს ამშვენებდნენ შემოდგომის შესახებ ბავშვების სიმღერები, ლექსები, გამოცანების გამოცნობა, თამაშ-კონკურსები. თვალსაჩინო იყო საბავშვო ბაღის თანამშრომლების და მშობლების შეტანილი წვლილი ღია გაკვეთილის მაღალ დონეზე ჩატარების საქმეში. ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა დააფასა და აკურთხა აღსაზრდელები, აღმზრდელები, მშობლები და დამსწრეები, სიტყვა დაასრულა დამცავი ლოცვით. |