დოქტორი, პროფესორი საჰაკ ჰოვსეფიანი "ჰაიარტუნ" ცენტრში |
სიახლეები |
2016 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში სტუმრობდა გერმანიის ქალაქ მიუნხენის ჰელმონცის ცენტრისა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის გამოსახვის კათედრის დოქტორი საჰაკ ვიქტორის ძე ჰოვსეფიანი. დუბლინის ნეიროქირურგიისა და ბიოლოგიური კვლევის უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვევით, ამ დღეებში თემაზე "ტვინის ოპტიკური და ოპტიკურ-აკუსტიკური გამოსახულება" ლექციები წაიკითხა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის. მსგავსი ლექციით მეცნიერი ჰოვსეფიანი ამ დღეებში გამოვიდა ერევანშიც, ადგილობრივი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიწვევით. ცნობილი პოეტის, ცხონებული ვიქტორ ჰოვსეფიანის ვაჟმა - საჰაკ ჰოვსეფიანმა, ისარგებლა თბილისში ყოფნით და შეხვდა საქართველოს იმ სომეხ ახალგაზრდებს, რომელთაც აირჩიეს მედიცინის სფერო, და თბილისის სომეხ საზოგადოებას და მათ თავის ტვინის მუშაობასთან დაკავშირებული მეცნიერების ბოლო მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჰეშტიაში დაბადებულმა ცნობილმა ექიმ-მეცნიერმა ასევე ისაუბრა თავისი კარიერული ზრდის გზის შესახებ, ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ არ შეეშინდეთ სიძნელეების და შრომისმოყვარეობით, საქმისადმი ერთგულებით აუცილებლად მიაღწიონ დასახულ მიზანს. მეცნიერმა უპასუხა დამსწრეთათვის საინტერესო სხვადასხვა კითხვებს. შეხვედრა შეაჯამა ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსეულმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა. სულიერმა მამამ კურთხევისა და დაფასების სიტყვაში ევროპაში მცხოვრებ სომეხ მეცნიერს მოხსენებისათვის მადლობა გადაუხადა და მას ახალ-ახალი წარმატებები უსურვა. |