თბილისის განუმეორებელი ხიბლი ... |
სიახლეები |
2016 წლის 18 ნოემბერს, თბილისის მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში "მუზა" გაიმართა კონცერტი, სახელწოდებით „თბილისის განუმეორებელი ხიბლი“. ღონისძიება გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეგიდით და "ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, ცნობილი კოლექციონერის, ალექსანდრე პირადოვის იდეით. საკონცერტო პროგრამაში ჩართული იყო ის ქალაქური სიმღერები და მუსიკა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში შეიქმნა თბილისის შვილების მიერ, ქალაქისადმი სიყვარულის ნიშნად. სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულებით გამოვიდნენ ცნობილი პიანისტები ანრი მერაბოვი, ირინა პლატონოვა, მევიოლინე მარიანა ასრიევა, მომღერლები ნინუცი დედიაშვილი, მარიკა ტურაშვილი, ჟანა სიმონიანი. დუდუკისა და დოლის აკომპონირებით საიათნოვას ლექსი წაიკითხა ლევონ ჩიდილიანმა. კონცერტი დასრულდა "ჯეირან" ცეკვის ანსამბლის (სამხატვრო ხელმძღვანელი: სვეტლანა ერიციანი) და გამომსვლელთა მიერ ანაიდა ბოსტანჯიანის ლექსის - „ჩემი თბილისის“, სიტყვებზე შექმნილი კახა ცაბაძის სიმღერის შესრულებით. |