1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ფოთის დღესასწაულში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

42018 წლის 15 აპრილს, საქართველოს ქალაქ ფოთში სადღესასწაულო განწყობა იყო. ქალაქი აღნიშნავდა თავის დღეს. ფოთი მორთული იყო თავისი დღის შესაფერისად, ღონისძიებები მიმდინარეობდა „ფოთის დღეები - 2018“ სახელწოდებით, რაც მოსახლეობას 3მხიარულ განწყობას უქმნიდა და    სიამაყეს   ჰმატებდა მათი საყვარელი ქალაქისათვის.
ქალაქის დღის აღნიშვნაში მონაწილეობა მიიღო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი, მღვდელ არარატ გუმბალიანი, ეპარქიის სამართლებრივი და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი, "სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის იურისტი ჟანა ავეტისოვა,   ოპერატორ-ფოტოგრაფი სეირან ბაროიანი. DSC 1636
ეპარქიის დელეგაცია დაესწრო საღმრთო ლიტურგიას, რომელიც აღევლინა ფოთის წმინდა  აღდგომის საკათედრო ტაძარში,  და  სადღესასწაულო ყველა ღონისძიებას.
საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ღირსი მღვდელი არარატ გუმბალიანი, ვინც დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის ძმური სალამი და მილოცვა, აჩუქა ცნობილი მხატვრის თენგიზ მიკოიანცის თბილისის გამოსახულებით ფერწერული ნამუშევარი.
ქალაქ  ფოთის  დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დასრულდა ცენტრალურ პარკში გამართული კონცერტით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)