სიახლეები
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილებამ თბილისის სომხურ თემს ნამდვილად ლამაზი სიურპრიზი მოუწყო. 2019 წლის 26 იანვარს, ეპარქიის ,,ყოველთა სომეხთა კათოლიკოს ვაზგენ I“-ის სახელობის ახალგაზრდულ და სათემო ცენტრში წარმოდგენის- „ჯადოსნური წიგნი“ პრემიერა გაიმართა. დარბაზი მრავალრიცხოვანი იყო, მაყურებელი- მრავალფეროვანი: თეატრალური ხელოვნების სპეციალისტები, თეატრის მოყვარულები და დამფასებლები. სპექტაკლის ჩვენებას სასულიერო დასის თანხლებით თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. გაიხსნა ფარდა და გამოჩნდა სცენა. თეატრალური ხელოვნების მოყვარულმა ნიკა ღაზარიანმა მთელი თავისი ხელოვნების პრინციპების ცოდნა, რომელიც მან თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სტუდიაში სწავლისას მიიღო, გამოიყენა, რათა პიესის შესაბამისი გაფორმება მოეწყო და სხვადასხვა ასაკის მოხალისე მსახიობების ბუნებრივი და თავისუფლი თამაში დაედგა. თეატრალური ხელოვნების დამწყები რეჟისორისა და მსახიობების შემოქმედებითი ნაბიჯები შეაფასა თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა. ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების საქმიანობის წახალისებით დირექტორ ვალერი ბადალიანის ხელმძღვანელობით, ეპარქიის წინამძღვარმა დიდად დააფასა ახალგაზრდული თეატრის შექმნა, ნიკა ღაზარიანის საქმიანობა და წარმოდგენაში მოხალისეთა მონაწილეობა. მეუფე ვაზგენმა წინსვლა და წარმატებები უსურვა ახალგაზრდულ თეატრს, რომელიც ახლა იქმნება.
|