1geo

fb you od

„ასწავლე, სომხეთისთვის“ საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A2019 წლის 14 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“  ცენტრში გაიმართა შეხვედრა „ასწავლე, სომხეთისთვის“  საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლებთან, გორ ნაზარიანთან და ანჟელა ავაგიანთან. შეხვედრის მიზანი იყო ფონდის უკვე ხუთ წლიანი ისტორიის მქონე და ერევანში, ვანაძორში და არცახში მოქმედ პროგრამაში ასევე  საქართველოს სომეხთა ეპარქიის  სხვადასხვა სპეციალისტების ჩართვა.  ფონდმა  სამუშაოები შეასრულა, რათა განათლება სომხეთის ყველა რეგიონში მრავალფენოვანი და 1გავრცელებული გაეხადა, ასევე იმ მიმართულებით, რომ ბაშვებს ჰქონოდათ თავიანთი პოტენციალის მთლიანად აღმოჩენის შესაძლებლობა, პროგრამის ყველა საგნის ფარგლებში. ეს შეუძლიათ გააკეთონ სხვადასხვა სპეციალისტებს, რომლებიც პედაგოგიკაში გადამზადების გავლის შემდეგ ნებაყოფლობით გაემგზავრებიან სომხეთის რეგიონებში და შეავსებენ სკოლის სისტემის იმ სასწავლო საგნების სპეციალისტების ცარიელ ადგილებს, რომლებიც  არსებობს ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.  
„ასწავლე, სომხეთისთვის“  ფონდის მოზიდვისა და აღწერის ხელმძღვანელი  გორ ნაზარიანი დამსწრეებს დეტალურად წარუდგინა წინამდებარე 2ფონდის საქმიანობის მიმართულებები, რგოლები და მიდგომები. მნიშველობა მიანიჭა ფონდის საგანმანათლებლო თანასწორობის და ახალგაზრდების ლიდერობის, პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ორ წლიან პროგრამას.  სომხური თემის წევრებს მოუწოდეს პროგრამაში აქტიურად  ჩართვისკენ.
დამსწრეებმა წამოყენებული საკითხების მეშვეობით განმარტეს პროგრამის უპირატესობები, მოთხოვნები და განაცხადის შეტანის წესი. საკითხი ეხებოდა ასევე სპეციალისტების მონაწილეობას საქართევოლდან, ასაკობრივ შეზღუდვების, შეთანხმების გაუქმების ან კვლავ გაგრძელების საკითხებს. შეხვედრის დასასრულს დამსწრეებს დაურიგდათ ბუკლეტები და სავიზიტო ბარათები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)