1geo

fb you od

ხალხური თეატრის პრემიერა მიეძღვნა ჰოვჰანნეს თუმანიანის 150 წლის იუბილეს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A2019 წლის 3 აპრილს, ბათუმის მუსიკალური თეატრის დარბაზში გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალ. მანთაშიანც ცენტრის ხალხური თეატრის  «Քեֆ անողի քեֆը չի պակասի(მოქეიფეს ქეიფი არ მოაკლდება)» წარმოდგენის პრემიერა. 1დარბზი საავსე იყო მაყურებლებით, აქ იმყოფებოდნენ არამარტო ბათუმელი სომხები, არამედ ჩაქვიდან და ოზურგეთიდან ჩამოსული სომხებიც.  
წარმოდგენის საპატიო სტუმრები იყვნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ბათუმში სრ მთავარი კონსული, ეღიშე სარგსიანი,  სამცხე ჯავახეთისა  და წალკის ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი  მაღაქია ამირიანი, ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიის, აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხთა სულიერი მწყემსი, მღვდელი არარატ გუმბალიანი.    
2სომხური ენის მასწავლებლის სათენიკ დანიელიანის ხელმძღვანელობით და მოხალისეების მონაწილეობით ცენტრმა ჰოვჰანნეს თუმანიანის 150 წლის იუბილეს მიუძღვნა თუმანიანის ზღაპრის: «Քեֆ անողի քեֆը չի պակասի(მოქეიფეს ქეიფი არ მოაკლდება)» დადგმა.  წარმოდგენაში ჩართულნი იყვნენ 13 მოყვარული მსახიობი, რომელთაგან იყვნენ 5 მუსიკოსი , 2 სპორტსმენი, ხელოსნები, საზოგადოების სხვადასხვა  სფეროს წევრები. მათ მთელი გულით, დიდი აღტაცებით და მდიდარი ფანტაზიით ჩაერთვნენ დადგმის შესრულებაში და მსახიობური ლამაზი და  ლიტერატურული თამაშით მხარი დაუჭირეს დადგმას,  თეატრის სცენიდან წარდგენის პატივსაცემად. 3
შთაბეჭდილებები მოლოდინს გადააჭარბა. დიდი ლორელის მუდამ თანამედროვე შემოქმედების დადგმა გაიმართა დამსწრეების მხურვალე აპლოდისმენტებით,  დიდი ენთუზიაზმით და კმაყოფილების თბილი გამოხატვით.
წარმოდგენის შეფასების სიტყვით გამოვიდა ბათუმში სრ მთავარი კონსული, ეღიშე სარგსიანი, აჭარის სომხების სულიერი მწყემსი, მღვდელი არარატ გუმბალიანი. სიტყვით გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს, მანთაშიანც ცენტრს, ბათუმელი სომხების თემს, ხაზი გაუსვეს თეტრის როლს და მნიშვნელობას საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში და ბათუმელი სომხების ერთაინობას.
ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. უწმინდესმა ვაზგენმა დამსწრეებს გადასცა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ მეორის კურთხევა 4და კეთილი სურვილები აჭარის სომხებს, დააფასა მათი ერთგულება სომხური წმინდა ეკლესიისადმი.   
უწმინდესი ვაზგენი მიუბრუნდა ბათუმის ალ. მანთაშიანცის საქმიანობას, რომელიც თავისი სკოლამდელი აღსაზრდელით, შაბათის სკოლით, შემოქმედებითი წრეებით გახდა ადგილობრივი სომხების ეროვნული ცენტრი.  დიდად შეაფასა ადგილობრივი სომხების მიერ ხალხური თეატრის შექმნა, რაც უთუოდ ახალი  მამოძრავებელი სტიმულია ეკლესიის ირგვლივ ბათუმელი სომხების გაერთიანების მიმართულებით.  
ეპარქიალურმა წინამძღავრმა თავისი კურთხევით და შეფასებით მიმართა ცენტრის ხელმძღავნელს, სონა ჰოვჰანნისიანს და სულიერ მწყემს, მღვდელ არარატ გუმბალიანს, სწორად ორგანიზებული საქმიანობისა და ერთგული მსახორებისთვის. წმინდა მამამ თავისი კურთხევა უბოძა ცენტრის მასწაცლებლებსა და ახლადშექმნილ ხალხური თეატრის  შემადგენლობას და შეფასებისა და მისალოცი სიტყვებით მიმართა სათენიკ დანიელიანს, დიდი 5სამუშაოების შესრულებისა და ბათუმელი სომხებისთვის ლამაზი ღონისძიებების მიძღვნისთვის. უწმინდესმა მამამ სათენიკ დანიელიანს გადასცა თემის სიგელი.  
ათეულობით წლების წინ ბათუმში ფუნქციონირებდა სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც მხატვრული მაღალი ღირებულების წარმოდგენებით აჭარის სომხებს ინარჩუნებდა თატრთან და ტრადიციებთან ახლოს. სწორედ თეატრისადმი სიყვარულის გამო, სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ მასწავლებლის, სათენიკ დანიელიანიის იდეითა და სულიერი მწყემსის, მღვდლის, არარატ გუმბალიანის ინიციატივით შეიქმნა  ეს ხალხური თეატრი, რომელიც  დიდი სიყვარულით და ინტერესით სარგებლობს ბათუმის სომხური თემის წრეში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)