ძველი სომხური ბეჭდური გამოცემების გამოფენა თბილისში |
თბილისის კულტურის ცენტრმა „ჰაიარტუნ“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ერთობლივად, სრ კულტურისა და დიასპორის სამინისტროების, გალუსტ გიულბეკიან ფონდის და საქართველოში სრ დიასპორის ხელშეწყობით, სომხური ბეჭდვითი წიგნის 500 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოაწყეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
გამოფენის საზეიმო გახსნას, რომელიც შედგა 11 აპრილს, ესწრებოდნენ საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰოვანეს მანუკიანი და საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 5 ათასზე მეტი დასახელება წიგნი, რომელთაგან უძველესებია 1675 წელს რომში გამოქვეყნებული ჰოვანეს ჰაკობიანის ისტორია, 1760 წელს ვენეციაში გამოქვეყნებული „სომხურ ენის სიტყვა-წიგნი“, 1760 წელს ეჯმიაწინში დაბეჭდილი „ბუნ ტომარ ჰაიოც»: ამაყად გვერდიგვერდ ჩამწკრივებული, დანაოჭებული ყდითა და ყვითელი გვერდებით ეს წიგნები ამტკიცებენ გონიერი ადამიანის აზროვნების უსაზღვრო ფრენას, რომელიც სომეხ ხალხს უძღვებოდა სინათლისა და სიკეთისკენ, სამართლიანისა და მარადიულისკენ. 1512 წელს ჰაკობ მეღაპარტის მიერ ვენეციაში ტიპოგრაფიის დაარსებისა და პირველი სომხური წიგნის დაბეჭდვის შემდეგ გამოქვეყნებული 11 ათასი დასახელების წიგნიდან 3637 დაიბეჭდა თბილისში, მათ შორის 1843 წელს ტფღისში დაბეჭდილი „მედიცინის სამაგიდო წიგნი“. მაშასადამე შემთხვევითი არაა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ნათქვამი, რომ ისინი ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ სომხური ბეჭდვითი წიგნის 500 წლის იუბილეს აღნიშვნაში, ვინაიდან წარსულში თბილისში მოქმედებდა 47 სომხური ტიპოგრაფია და აქ დაიბეჭდა და მკითხველს მიეწოდა ათეული ათასი სომხური წიგნი, გაზეთი, ჟურნალი, რომლებიც დღეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგანძურის ნაწილს წარმოადგენენ. ყველა გამომსვლელის გამოსვლაში, რომელთა შორის იყვნენ სომხური ლიტერატურის მესვეურნი გივი შახნაზარი, ჟორა სნხჩიანი და ანაჰიტ ბოსტანჯიანი, ისტორიკოსი ენოქ თადევოსიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი. განსაკუთრებულად აღინიშნა წიგნის კითხვის მნიშვნელობა, 500 წლის ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის მქონე სომეხი ხალხის სიყვარული წიგნისა და კითხვის მიმართ, რისი დასტურია ამჟამად მსოფლიოს 22 ქვეყნებში არსებული სომხური ტიპოგრაფიები და იუნესკო-ს მიერ ერევანის გამოცხადება წიგნის მსოფლიო დედაქალაქად. საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა წიგნის მნიშვნელოვანი როლი გონიერი ადამიანის განვითარების საქმეში, ის, რომ საქართველო საუკუნეების მანძილზე იყო სომხური კულტურის განვითარების ცენტრი და დღესაც სომხური კულტურის რუკაზე არის ის ქვეყანა, სადაც არა მარტო ვითარდება სომხური კულტურა, არამედ დაცულია კულტურის ის ძეგლები, რომელნიც სომეხი ხალხის თვითმყოფადობის სიამაყეა. ეროვნული ბიბლიოთეკის საცავში დაცულია 50 ათასზე მეტი სომხური წიგნი და დოკუმენტი, რომელთაგან ათასი უძველესი ბეჭდვითი სასულიერო წიგნია, დასძინა ბოლოს საქართველოში სომხური ეკლესიის წინამძღვარმა. სომხური ბეჭდვითი წიგნის 500 წლის იუბელეს ეძღვნება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის ფონდის დეპარტამენტის დირექტორის ლევან თაქთაქიშვილის ინიციატივით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სომხური წიგნის კუთხის გახსნა, სადაც მუდმივად წარდგენილი იქნება თანამედროვე მწერალთა ნაწარმოებების ნიმუშები, და მისი თქმით, ერევნის საჯარო ბიბლიოთეკაშიც ლიტერატურის ანალოგიური კუთხის გახსნა უსათუოდ ხელს შეუწყობს ორი მოძმე ხალხის ლიტერატურული კავშირების განვითარებას და ლიტერატურებზე ინფორმირებულობას. |