1geo

fb you od

არქიეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის ხსოვნის საღამო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

srb

15 ივნისს საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა ცხონებული არქიეპისკოპოსი გევორგ სერაიდარიანის ხსოვნის საღამო. არქიეპისკოპოსი ოცდაათი წლის განმავლობაში მსახურობდა თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ტაძარში.

ღონისძიების ინიციატორი, საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, იყო საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თბილისური ორგანიზაცია. ღონისძიება ესწრებოდნენ: სულიერი და თანამდებობის პირები, ინტელიგენციისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, მორწმუნენი.

10 ანთებული სანთლი წმინდა ეღია წინასწარმეტყველის სახელბის საკვირაო სკოლის არსაზრდელთა შემოსვლა დარბაზში სიმბოლურად იმ ათ წელიწადს გამოხატავდა, რომლებიც საქართველოში სომეხთა ეპარქიის ყოფილ წინამძღვარს აშორებს მისი მრევლისაგან.

ღონისძიების ორგანიზატორმა და წამყვანმა როზა ზორაბიანმა დაწვრილებით წარმოადგინა გევორგ არქიეპისკოპოს სერაიდარიანის ცხოვრება და ღვთისმოსავი მსახურობა იესო ქრისტეს წმინდა ტაძარში. წამყვანმა ისაუბრა არქიეპისკოპოსის სამეცნიერო მოღვაწეობაზე, მის მიერ საეკლესიო კალენდრის შექმნაზე, განსაკუთრებულად ხაზი გაესვა წმინდა მამის ინიციატივითა და მხარდაჭერით 1994 წელს დაარსებულ წმინდა ეღია წინასწარმეტყველის სახელობის საკვირაო სკოლის შექმნას, სადაც სომხურ წიგნიერებას ეუფლებოდა და დღესაც სწავლობს არასომხურ სკოლებში განათლებამიღებული ასობით ახალგაზრდა.

მთავარეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის თავმდაბლობაზე, სიკეთეზე, სიბრძნესა და ქართულ-სომხურ ეკლესიებ მეგობრობაში მის დიდ წვლილზე და ეპარქიის წინამძღვართან მათი ურთიერთობებზე ისაუბრეს მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთიუნიანმა, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარემ გევორგ სნხჩიანმა, ეპარქიის პრეს-სამსახურის პასუხისმგებელმა სუსანა ხაჩატრიანმა, აღნიშნული საკვირაო სკოლის კურსდამთავრებულმა თამარა სოლომონოვამ და სხვებმა.

წაკითხულიქნა უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსების ვაზგენ პირველისა და გარეგინ პირველის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აზრები „გრიგორ ნარეკაცი“ ორდენისა და საქართველოს „ღირსების ორდენის“ ორდენოსანის არქიეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის შესახებ.

დასასრულს თავის გამოსვლაში დამსწრეები აკურთხა და მადლიერების სიტყვა თქვა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა ღონისძიებას,მაღალი შეფასება მისცა სულიერი მამის ღვთისმოსავ მოღვაწეობას და დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სულიერი პირის მისივე ნაცხოვრ ეპოქაში შეფასების საჭიროებას.

ნაჩვენები იქნა არქიეპისკოპოსის ცხოვრების ეპიზოდების ვიდეოჩანაწერები, გაიჟღერა მელოდიებმა თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის (ხელმძღვანელი ლუიზა ვარდანოვა), პიანისტების ესაი აბოვიანისა და კარენ მირზოიანის შესრულებით.