შეხვედრა-დისკუსია ცნობილ სოციოლოგ -ისტორიკოსთან - ქლერ მურადიანთან |
მიმდინარე წლის 16 ივნისს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა შეხვედრა ქალბატონ ქლერ მურადიანთან, რომელიც გახლავს სოციოლოგიურ მეცნიერებათა სპეციალისტი, ისტორიკოსი, საფრანგეთში კავკასიის საკითხების აღიარებული ექსპერტი. ქალბატონი ქლერ მურადიანი საფრანგეთის სამეცნიერო კვლევითი ეროვნული ცენტრის დირექტორია, ასევე პარიზის სოციოლოგიურ კვლევით უმაღლეს სკოლასთან არსებული კავკასიის საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი, პოსტსაბჭოთა კავკასიასა და სომხეთში 19-20 საუკუნეების სოციალური და პოლიტიკური ისტორიის სპეციალისტი, ავტორია 2010 წელს გამოცემული წიგნისა - "საფრანგეთის სომხები: ქაოსიდან აღიარებამდე“. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მოპატიჟებით თბილისში ჩამოსულმა ქალბატონმა მურადიანმა სიყვარულით მიიღო საქართველოში სომეხთა ეპარქიის იურიდიულ საკითხთა პასუხისმგებლის ლევონ ისახანიანის წინადადება და გამონახა დრო შეხვედროდა საქართველოს სომხურ სათვისტომოს წარმომადგენლებს, ერთობლივად განეხილათ და პასუხი გაეცა მათთვის საინტერესო შეკითხვებს. ქალბატონმა მურადიანმა თავი წარადგინა როგორც დიდ გენოციდს გადარჩენილი ერთი ოჯახის შვილი, რომელიც დიდი ხნის გადაადგილებების შემდეგ დამკვიდრდა საფრანგეთში. მან წარადგინა საფრანგეთის სომხური სათვისტომო, მისი მოღვაწეობის მიზნები და სფეროები, ასევე სომეხი ადამიანის სახე საფრანგეთში. შემდეგ ქალბატონმა მურადიანმა ისტორიული გადმოსახედიდან განიხილა კავკასიის ქვეყნების წარსულისა და აწმყოს საჭირბოროტო საკითხები, წარმოადგინა ბრძოლის საშუალებები მათ აღმოსაფხვრელად. სოციოლოგმა და ისტორიკოსმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს, რომლებიც ძირითადად ეხებოდა სომეხთა გენოციდს, საფრანგეთის მიდგომებს და საფრანგეთის სომხური სათვისტომოს მოღვაწეობის პრობლემებს, შერეულ ქორწინებებსა და სომხური ენის შენარჩუნებას. შეხვედრა მიმდინარეობდა საინტერესო და თბილი ატმოსფეროში. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალბატონმა ქლერ მურადიანმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად მოინახულა თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონი, შემდეგ ესტუმრა დავთიანების თოჯინების თეატრს. |