1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა ახალადშექმნილი სომხური ცენტრის პრეზენტაცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Emma

20 ივლისს საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ კულტურულ, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში დამფუძნებელი ჯგუფის ინიციატივით შედგა ახალადშექმნილი „სომხური სამეცნიერო ცენტრი საქართველოში“

ორგანიზაციის პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მწერალ-მთარგმნელები გივი შაჰნაზარი, ზეზვა მედულაშვილი, არმენოლოგი ირინა კობახიძე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი რამაზ გორგაძე, საქართველოში სრ საელჩოს მრჩეველი ლევონ თორგომიანი, სომეხი და ქართველი ინტელიგენციისა და მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

პრეზენტაცია გახსნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა და მხატვრულმა ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა, მან გააჟღერა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრის მოადგილის ვაჰე ჯილავიანის მისალოცი წერილი, საქართველოში სომხური სამეცნიერო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით.

ახალი ორგანიზაციის დამფუძნებელმა- დირექტორმა ემა ახტიანმა წარადგინა დამფუძნებელი ჯგუფის წევრები და დამსწრეებს გააცნო ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები. მან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სომხური სამეცნიერო აზრის კონცენტრაციას და კოორდინაციას, ასევე მეცნიერ მუშაკთა აღზრდის საკითხებს, რომლის მიმართულებითაც უნდა იმუშაოს ორგანიზაციამ.

შემდგომ საინიციატივო ჯგუფის წევრმა გისანე ჰოვსეფიანმა დამსწრეებს გააცნო ორგანიზაციის ჟურნალის გამოქვეყნების პროექტი, რომლის მისია უნდა იყოს სამეცნიერო სტატიების, ახალი კვლევების, ლიტერატურის, ისტორიის, ეკლესიის შესახებ სხვადასხვა მასალის თავმოყრა და გამოქვეყნება.

სომხური სამეცნიერო ცენტრი საქართველოში“ ორგანიზაციის დაფუძნებას მიესალმა და აღნიშნული სტრუქტურის მოღვაწეობის საჭიროებაზე ისაუბრა ყველა გამომსვლელმა.

საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა ღონისძიების მონაწილენი, დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სამეცნიერო ცენტრს, როგორც სტრუქტურას, რომელმაც წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოში სომხური ეკლესიების დაბრუნების, სომხურ-ქართული მეგობრობის გაღრმავების, სომხური სამეცნიერო აზრის განვითარების საქმეში.

პრეზენტაცია დაამშვენეს პედაგოგ როზა ზორაბიანის, პიანისტ ესაი აბოვიანის და მოსწავლის ანა მიქაელიანის ლამაზმა შესრულებებმა.