1geo

fb you od

რუბენ ვოსკანიანი სიმღერით დაემშვიდობა თავის მაყურებელს. PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Apo

მხოლოდ ერთი წლი გავიდა მას შემდეგ, რაც რუბენ ვოსკანიანი შემოვიდა სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში და მოკლე დროში იგი აქტიურად იყო ჩართული ეპარქიისა და ცენტრი საქმიანობაში, იყო ყველა ინიციატივის აქტიური მონაწილე.

სომხური ეკლესი და ცენტრი გახდა მისი საკუთარი სახლი და საყვარელი ადგილი. თანდაყოლილმა ხმა, ხალხური და გუსანური სიმღერის სწორმა აღქმამ და ბრწყინვალე შესრულებამ მალე რუბენი გახადეს ცნობილი, საყვარელი და სასურველი სოლისტი. მისი შესრულებით „სომეხი დედები“, „ოჰ, წითელო ვარდან“ და სხვა სიმღერები თბილისელმა სომხურმა უდიტორია აღფრთოვანებით მიო. ამის დასტურია თბილი მიღება და მხურვალე ტაში, რომელიც მუდამ ახლავს რუბენის სიმღერას.

და აი მოვიდა გამოსამშვიდობებელი დღე. რუბენ მუდმივად საცხოვრებლად გადადის ამერიკის შეერთებულ შტატებში ...

23 ივნისს, საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა რუბენ ვოსკანიანის გამოსამშვიდობებელი კონცერტი, რომლის ორგანიზატორი იყო ცენტრის ახალგაზრდული ჯგუფი, ვოკალისტ ჰოვანეს შაჰნაზარიანის ხელმძღვანელობით.

დარბაზი სავსეიყო რუბენის ნაცნობებით, მისი სიმღერის გულშემატკივრებით, მეგობრებითა და ნათესავები, რომლებიც მოსულები იყვნენ რუბენ ვოსკანიანის სიმღერების ცოცხალი შესრულებით ერთხელ კიდევ დასატკბობად.

მამაო ჩვენოს“ შემდეგ,   კონცერტი გახსნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა. მან მაღალი შეფასება მისცა ცენტრის ახალგაზრდული ჯგუფისა და ყველა ინდივიდუალური შემსრულებლის ინიციატივას - სიმღერით გამოემშვიდობებოდნენ საყვარელ მეგობარს.

თავის კურთხევის სიტყვაში საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მაღალი შეფასება მისცა განსაკუთრებით რუბენის გუსანური სიმღერების ბრწყინვალე შესრულებას, რაც სიმღერის სულ სხვა ტიპია, მას უწოდა კარგი ადამიანი, რომელიც ყველას უყვარს, წინამძღვარმა გამოთქვა რწმენა, რომ რუბენ იქნება საქართველოს სომეხთა ელჩი ოკეანის მიღმა. ეპარქიის წინამძღვარმა მას აჩუქა თბილისელი სომეხი მხატვრის თენგიზ მიკოიანცის თბილისის გამოსახულებით ტილო, რომელიც მას ყოველთვის შეახსენებს თბილისელ სომხებს.

კონცერტის წამყვანს ლიზა თოროსიანის ლამაზ სიტყვას ამშვენებდა ინდივიდუალური შემსრულებლების სიმღერა და ცეკვა. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო რუბენ ვოსკანიანის შესრულებები. რუბენი სიმღერით გამომშვიდობ თავის აუდიტორიას, თან გაიყოლა მათი სიყვარული და კეთილი სურვილები.