1geo

fb you od

„გარი დავთიან“–ის თოჯინებისა და კულტურის სახლის ახალი აღმოჩენა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

davdyan

29 ივნისს, საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა შესანიშნავი ღონისძიება, რუბრიკით «Souvenirs”, რომელიც ინიცირებული იყო გარი დავთიან“–ის თოჯინებისა და კულტურის სახლის მიერ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელოვნების მოყვარე საზოგადოების უმთავრესად რუსულენოვანი წარმომადგენლები.

საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წმიდა კურთხევით დაწყებული ღონისძიება საოცარი და განსაცვიფრებელი სიურპრიზი იყო თავმოყრილი საზოგადოებისათვის. დამსწრენი ელოდებოდნენ დავთიანების ოჯახის უკვე ნაცნობი თოჯინების თამაშისა და ცეკვის ხილვას შესაფერისი სიმღერისა და მუსიკის თანხლებით. მაგრამ გაისმა მუსიკა და მოულოდნელად დამსწრეთა წინაშე წარსდგა გარი და ჟანა დავთიანების ქალიშვილი - ანა დავთიანი, რომელმაც თავისი ხავერდოვანი ხმით, განუმეორებელი მელოდიურობით ოსტატურად შეასრულა 30-70-იანი წლების ფრანგული მუსიკის შედევრები.

ანას მსგავსი პროფესიონალიზმით ლამაზი შესრულებები ნამდვილი აღმოაჩენა იყო. საათნახევრიანი კონცერტის განმავლობაში დამსწრეები ისე უსმენდნენ ანა დავთიანის მშვენიერ სიმღერას, გეგონებოდა სახარებას უგდებდნენ ყურს, ისინი ნოსტალგიის ტკბილმა გრძნობამ შეიპყრო. უფროსი თაობისთვის ეს სანატრელი დროის ლამაზ მოგონებად, ხოლო ახალგაზრდებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. ანას შესრულებებს ამშვენებდა მუსიკოსი ვლადიმირ ასატუროვი.

თავისი სათაურის შესაფერისი ღონისძიება, რომელიც ნამდვილი ელიტარული საზოგადოების საღამოდ იქცა, სიურპრიზი იყო მათთვის, ვინც იცნობს დავთიანების ოჯახს და აფასებს ჭეშმარიტ ხელოვნებას. ღონისძიების იდეა ეკუთვნოდა მუსიკოს-ჟურნალისტ კარინა მეგერიან-ჟიზნევსკაიას და მუსიკოს ვლადიმირ ასატუროვს, ის მიზნად ისახავდა დავთიანების ოჯახის საზოგადოებისთვის წარდგენას, მისი ყველა თაობის წარმომადგენლებითურთ - მშობლები, შვილები, შვილიშვილები.

ვართ ახალი სიურპრიზების მოლოდინში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)