1geo

fb you od

სომხურ-ქართული მეგობრობის კონცერტი ბათუმში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

koncertbatumi

ბათუმის ხელოვნების ცენტრში, "ფოლკლორული ზაფხულ - 2013 პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა კონცერტების ციკლი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა მუსიკალურმა და ცეკვის ანსამბლებმა. სომხეთს წარმოადგენდნენ ერევნის „ვაჰაგნ“ მედოლეთა, გიუმრის „ჰაიკაკან ზარდანახშერ“ („სომხური ორნამენტები“), ვანაძორისანი ცეკვის ანსამბლები, აბოვიანის ჯაზის და ესტრადის კოლეჯის აღსაზრდელები. ამ უკანასკნელებმა აუდიტორიას წარუდგინეს სომხური ეროვნული ცეკვა და სიმღერა.

დამსწრე მაყურებელ ძირითადად სომხურ სათვისტომოს წარმადგენდა. კონცერტი გაიხსნა აჭარის სომეხთა და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის მღვდელ არარატ გუმბალიანის მისასალმებელი სიტყვით, რომელშიც მან ხაზი გაუსვა ამგვარი ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ სომეხი და ქართველი ხალხის საუკუნოვან მეგობრობს და მადლიერებით მიმართა ორგანიზატორებს. სომხეთის წარმოადგენლებმა, თავის მხრივ, აღნიშნეს სომხური ეკლესიის მხარდაჭერა აღნიშნული პროგრამისთვის.

DSC 2559   DSC 2557

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)