1geo

fb you od

მომლოცველობა ღალთახჩის «სურბ ჰოვჰანნეს“ სამლოცველოში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

S.Hovhanes

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით, 7 ივლისს აღინიშნა მაცხოვრის ფერისცვალების - ვარდავარის დღესასწაული. საქართველოს სომეხთა ეპარქიის მორწმუნეებმა, თბილისის "სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის მღვდელ სამველ თოროსიანის ინიციატივით, ეს დღე აღნიშნეს სომხეთის რესპუბლიკის ღალთახჩის „სურბ ჰოვჰანნეს“ სამლოცველოსკენ მომლოცველობით.

7 ივლისს დილით ადრე თბილისის "სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წმიდა კურთხევის მიღებისა და ლოცვის შემდეგ, 22 მომლოცველთა შემადგენლობით მორწმუნეთა ჯგუფი, ეკლესიის დიაკვნის ოთარი გიგაურის ხელმძღვანელობით, გაემგზავრა სპიტაკის რაიონის ღალთახჩის სურბ ჰოვჰანნეს სამლოცველოსკენ.

მომლოცველები, წმიდა მამის თანხლებით, მთის ციცაბო აღმართზე ფეხით ავიდნენ სამლოცველომდე.სურბ ჰოვჰანნეს სამლოცველოში მომლოცველებმა შეასრულეს ზიარების წესი, ლოცვა აღავლინეს, სანთლები დაანთეს და „მამაო ჩვენოთი“ დაასრულეს მომლოცველობა. იმავე დღეს ისინი დაბრუნდნენ თბილისში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)