არცახის სახელმწიფო სიმღერის გუნდმა კონცერტი გამართა „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში |
11 აგვისტოსთბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით აღევლინა წმიდა წირვა, რომლის საიდუმლო იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის მარხვის დაწყება. საკვირაო ღვთისმსახურებას, თბილისელ სომეხ მორწმუნეებთან ერთად, ესწრებოდნენ სტეფანაკერტიდან ჩამოსული არცახის სახელმწიფო სიმღერის გუნდის წევრები. წირვის დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა წარადგინა არცახის სახელმწიფო სიმღერის გუნდი, მიესალმა სტუმრების ჩამობრძანებას და წაახალისა მათი - სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში კომიტასის ნაწარმოებებით გამოსვლის სურვილი. გუნდის მხატვრული ხელმძღვანელი და დირიჟორი ნინა გრიგორიანი მიესალმა დამსწრეებს და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში მას მონაწილეობა აქვს მიღებული თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართულ კონცერტში და მას იდეა გაუჩნდა აუცილებლად ემღერა თბილისის სომხურ ეკლესიაში. მან მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს ამ შესაძლებლობის მიცემისა და როგორც არცახის სახელმწიფო გუნდის მხატვრულ ხელმძღვანელს თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში კონცერტით გამოსვლისათვის. არცახის სახელმწიფო გუნდი ჩამოყალიბდა არცახის ომის მძიმე დღეებში, 1991 წელს. ფესვებით ყარაბახელი, დაბადებით მოსკოველი მუსიკოსის ნინა გრიგორიანის ინიციატივით შექმნილმა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა გამოიარა ჩამოყალიბების რთული და ძნელი გზა და არსებობა შეინარჩუნა მხოლოდ ენთუზიაზმით და ეროვნული სულისკვეთების გრძნობით, მაგრამმაღალი კულტურით მსოფლიოს წინაშე წარდგომის დიდმა სურვილმა და შრომითმა სიჯიუტემ მალე შედეგი გამოიღო და უკვე ჩამოყალიბებული სიმღერის გუნდი ცნობილიქნა როგორც არცახის საგუნდო კაპელა, შეძენილი საშემსრულებლო მაღალი დონე და აშკარა პროფესიონალიზმი გახდა საფუძველი კაპელისთვის არცახის სახელმწიფო სიმღერის გუნდის სტატუსის მინიჭებისა. შემდგარი გუნდმა, რომლის რეპერტუარში მსოფლიოს კლასიკური და სასულიერო მუსიკის ნიმუშებია, სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირიჟორის ნინა გრიგორიანისხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე და ფესტივალებზე. ჯერ კიდევ 2003 წელს სიმღერის სახელმწიფო გუნდი ბარსელონაში გამოვიდა კლასიკური სიმღერის მრავალხმოვანი შესრულებით და დაიმსახურა ოქროს მედალი, ხოლო 2009 წელს ავსტრიის საერთაშორისო შეჯიბრ-ფესტივალიდან დაბრუნდა ვერცხლის მედლით. თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში შემდგარი კონცერტის დროს გუნდის მიერ კომიტასის ნაწარმოებების ოთხხმოვანმა ბრწყინვალე შესრულებამ დაიმსახურა მაყურებლის თბილი მიღება და მხურვალე ოვაციები. დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძრვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მისი კურთხევა უბოძა დამსწრეებს და თბილი სიტყვებით მიმართა გუნდის ხელმძღვანელსა და წევრებს. წინამძღვარმა გუნდს უწოდა არცახის კულტურის დესპანი კავკასიაში და შესთავაზა არცახის კულტურის სამინისტროსთან ერთად ერთობლივი ფართო საკონცერტო პროგრამით თბილისში გამოსვლა. გუნდის გამოსვლას მიესალმა საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარე არტემ კირაკოზოვი, პოეტესა მარინა მოსესოვა-კირაკოსიანმა კი სტუმრებს აჩუქა ლაქსი „ჰაიასტან“. არცახის სახელმწიფო გუნდის წევრებს სამახსოვროდ დაურიგდათ ნაკურთხი ჯვრები.
|