ახალქალაქში დაიხურა „სურბ ხაჩ“ ეკლესიასთან მოქმედი ეზოს ბანაკი |
2 სექტემბერს საზეიმოდ შედგა ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიასთან მოქმედი ეზოს ბანაკის დახურვის ცერემონია. ახალქალაქის ეზოს ბანაკი მოქმედებს ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის მამა ბაბგენ სალბიანის კურთხევითა და მფარველობით. ეპარქიალურმა ვიკარიატმა ერთი თვის განმავლობაში „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ირგვლივ გააერთიანა ის ბავშვები, რომლებმაც ვერ შეძლეს ზაფხულის დასვენების ახალქალაქის ფარგლებს გარეთ გატარება. რაზმების ხელმძღვანელებმა ბავშვებს გააცნეს სომეხი ხალხისა და სომხური ეკლესიის უძველესი ისტორია. ბავშვებს ერთი თვის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ ესწავლათ ლოცვები და სასულიერო პირებთან ურთიერთობის წესები. წელს დაახლოებით 100 ბავშვი ჩაერთო ბანაკის მუშაობაში. მათი დღე იწყებოდა „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში სასულიერო პირებთან ერთად ლოცვით და მღვდლის დარიგებების მიღებით. ბანაკის ფარგლებში ორგანიზებულიქნა მომლოცველობები სხვადასხვა წმიდა ადგილებისკენ - ჯავახეთის მდიდარი კულტურის უფრო ახლოდან გაცნობის მიზნით. ახალგაზდრებს უსაზღვრო სიხარული მიანიჭა ახალქალაქის ციხეში ორგანიზებულმა ლაშქრობამ, სადაც ისინი გაეცნენ ციხის ისტორიას, ნახეს უძველესი კოშკები, უძველესი ეკლესიის კვალი და სხვა. ერთი თვის განმავლობაში ეკლესია სიხარულსა და მხიარულებას ანიჭებდა, იმედითა და რწმენით ავსებდა ბავშვების სულს. ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიუსის მამა ბაბგენ სალბიანის კურთხევითა და საერთო ლოცვით დაიწყო ეზოს ბანაკის დახურვის ცერემონია. ჯავახეთის ეპარქიალურმა ვიკარიუსმა მაღალი შეფასება მისცა რაზმის ხელმძღვანელთა შესრულებულ დიდ და პატრიოტულ საქმეს და იმედი გამოთქვა, რომ ბანაკის მუშაობა იქნება უწყვეტი. ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით წარმოადგინიეს ყველაფერი ის, რაც ისწავლეს ერთი თვის განმავლობაში. მათ ერთხელ კიდევ გააჟღერეს სომხური სიტყვა და პატრიოტული სიმღერა, რომელიც დასრულდა ლოცვით. ცერემონიის დასასრულს ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიატის სახელით ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები.
|