მოსკოვში ახალადაშენებული საკათედრო „სურბ პაიწარაკერპუთიუნ“ ტაძრის კურთხევის ცერემონიას ესწრებოდა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი |
17 სექტემბერს უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის გარეგინ მეორის საპატიო წინამძღოლობით აკურთხეს ახალი ნახიჯევანისა და რუსეთის სომეხთა ეპარქიის ახალადაშენებული საკათედრო ტაძარი და შედგა საკათედრი საეკლესიო კომპლექსის გახსნის ცერემონიალი. ახალი ნახიჯევანისა და რუსეთის სომეხთა ეპარქიის ცხოვრებაში ამ ისტორიულ მოვლენას ესწრებოდნენ: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო საჰაკიანი, საკათედრო კომპლექსის აშენების ქველმოქმედები. გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით, მთელი მსოფლიოს სომეხთა ეპარქიებიდან ჩამობრძანდნენ ეპარქიალური წინამძღვრები და ქველმოქმედი სომხები, სასულიერო უზენაესი საბჭოს წევრები, სრ სახელმწიფო მოხელეები, მეცნიერებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, კულტურის სახელოვანი მოღვაწენი, რუსეთის ფედერაციისა და მოსკოვის მთავრობის წარმომადგენლები. კურთხევის ცერემონიას ესწრებოდა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი უწმინდესი კირილე პირველი, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოების თანხლებით. საზეიმო ცერემონია დაიწყო საზეიმო მსვლელობით, რომლითაც საგალობლების შესრულებით, ეპიკოპოსები, მთავარი საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის ბერები და ეპარქიის მღვდელმსახურები რეზიდენციიდან წარუძღვებოდნენ კათოლიკოსს ახლადაშენებული წმიდა ტაძრისკენ. უწმინდესმა დალოცა ათასობით სომეხი, ავიდა საკურთხეველზე, სადაც დაიწყო კათედრალური ტაძრის კურთხევის ცერემონია.
|