1geo

fb you od

თბილისში გაიხსნა ერევნის სკვერი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

purak

ოფიციალური ვიზიტით თბილისში მყოფი ერევნის მერიის დელეგაცია 16 დეკემბერს ეწვია თბილისს სომ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს და ყვავილებით შეამკო ერის დიდებულთა საფლავები. პანთეონში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის წინამძღოლობით და სამღვდელოების მონაწილეობით შესრულდა პანაშვიდი. სასულიერო მღვდელთმსახურებას ესწრებოდნენ ერევნის მერი ტარონ მარგარიანი, საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰოვანეს მანუკიანი, საელჩოს დიპლომატები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

შუადღისას ავლაბრის უბანში გაიმართა სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის მიმდებარე სკვერის საზეიმო გახსნის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის მერი გიგი უგულავა და ერევნის მერი ტარონ მარგარიანი.

ღონისძიება გახსნა თბილისის მერმა გიგი უგულავამ. ბატონმა გიგიმ მადლერების სიტყვით მიმართა დედაქალაქის საკრებულოს, მერიის ინიციატივის მხარდაჭერისათვის, და სკვერის გახსნას უწოდა თბილისისა და ერევნის საუკუნოვანი მეგობრობის ახალი გვერდი. მან დამსწრეებს მიულოცა ავლაბარში ახალადგახსნილი სკვერის ერევნის სახელწოდების მინიჭება.

ერევნის მერმა ტარონ მარგარიანი სიმბოლური უწოდა იმას, რომ ერევნის სახელწოდებით ეს პატარა სკვერი მდებარეობს თბილისს სომხებით დასახლებულ ავლაბრის უბანში, სომხურ სამოციქულო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰოვანეს მანუკიანმა ღვთის საჩუქარი უწოდა სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობას, თაობები კი ვალდებულნი არიან შეინარჩუნონ და განავითარონ ის.

თბილისში ერევნის სკვერის გახსნასთან დაკავშირებით, ორი საუკუნოვანი მეგობარი ქალაქისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი წაიკითხა პოეტმა-მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა.

ახლადგახსნილი ერევნის სკვერი გახდება თვალწარმტაცი თბილისის ერთ-ერთი მყუდრო დასვენების ადგილი.

 

sait1

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)