1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა გიტარის საღამო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

PENT2524 

საქართველოს სომეხ მუსიკოსთა გაერთიანების ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, 11 იანვარს ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა გიტარის საღამო. სიმბოლურად საღამო მიეძღვნა ცნობილ მუსიკოს- პედაგოგ, გიტარისტ თენგიზ გამიდაძის სცენური მოღვაწეობის 50 წლისთავს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გიტარის მელოდიის მოყვარული, პროფესიონალი გიტარისტებ, მუსიკოსები, მონაწილეობდნენ როგორც უფროსი თაობის გიტარისტები, ისევე მათი მოწაფეები.

საღამოს უძღვებოდა საქართველოს სომეხ მუსიკოსთა გაერთიანების თავმჯდომარე არტემ კირაკოზოვი (გრიგორენცი), რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა თბილისელი სომეხი მუსიკოსების - ნიკიტა მკრტჩიანის, ოქსა არაქელიანის, ოთარ რამიშვილის სახელებს, ვისაც თავისი წვლილი აქვთ ამ ქალაქის მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში. დარბაზში გაისმა საიათნოვას „დუნ ენ გლხენ“ ნაწარმოების ჩანაწერი გიტარისტ ოქსა არაქელიანის უნიკალური შესრულებით და აუდიტორიის გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია.

შემდეგ გამოვიდნენ გიტარისტები - რომან ბრეგვაძე, ნოდარ კენჭაძე, რევაზ გოჯიაშვილი, ალექსანდრე სარისოვი. იმედის მომცემი იყო თენგიზ გამიდაძის მოწაფეების ირაკლი ღვინჯილიას, ალექს კასაბოვისა და სხვათა შესრულებები. გიტარის საღამოს რუსული რომანსების და სხვა ნაწარმოების შესრულებით განსაკუთრებული ელფერი შესძინეს ცნობილმა მომღერალმა სვეტლანა ტატოევამ და მერაბ ანდრონიკაშვილმა. საღამო იქცა ამ მშვენიერი სიმებიანი საკრავის თაყვანისმცემლების სხვადასხვა თაობათა შესრულებების სინთეზად.

 

PENT2455 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)