1geo

fb you od

დავეხმაროთ სოფლის სკოლების მაღალკლასელებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP9469

შენ საზოგადოებრივ ორგანიზაციის ინიციატივით (თავმჯდომარე: მიქაელ ავაგიანი) და ჯინიშიან ხსოვნის ფონდის მხარდაჭერით, 2013 წელს წალკის რაიონის სომხებით დასახლებული სოფლების ახალგაზრდებისათვის განხორციელდა პროექტი, ლოზუნგით - დავეხმაროთ სოფლის სკოლების მაღალკლასელებს“. პროექტი მიზნად ისახავდა სხვადასხვა ხელობების სწავლებით, ახალგაზრდების მომავალი დასაქმების ხელშეწყობას. წინასწარ წალკის რაიონის ორმა მასწავლებელმა ვარსენიკ ბაბერციანმა თექაში და ანჟელა გევორგიანმა მეთუნეობაში თბილისში გაიარეს ოსტატობის სამთვიანი კურსი, დაბრუნდნენ რაიონში - ახალგაზრდებისთვის ცოდნის გადაცემის მისიით.

შენ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიქაელ ავაგიანის და პროექტის დირექტორის აქსანა შაროიანის ხელმძღვანელობით, ყოველ შაბათს და კვირას სპეციალურად დანიშნული ტრანსპორტი, წალკის რაიონის დარაკოვი, ოზნი, ნარდევანი, კუშჩი, აშკალა და სხვა სოფლებიდან მოსწავლე ახალგაზრდობა იკრიბებოდა სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლაში - მეთუნეობისა და თექის დამუშავების საიდუმლოების დაუფლებისა და დაოსტატების კურსებზე. თითოეულ ხელობაში მეცადინეობები უტარდებოდა ერთ- ნახევარი თვე, რის შემდეგაც ხდებოდა ჯგუფების განახლება. თითოეულ ჯგუფში ჩართული იყო 7-10 ახალგაზრდა. პროგრამა ერთწლიანი იყო.

27 იანვარს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა პროგრამის საზეიმო დახურვა. გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა პროგრამის 60 კურსდამთავრებულის ხელით მომზადებული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვიეს ანი მეჰრაბიანის, ანუშიკ სარგსიანის, ნარეკ ტერ-ბალიანისა და სხვათა ნამუშევრებმა. წალკიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს გადაეცათ „კეთილი სამარიელი“ ორგანიზაციის საჩუქრები. პრეზენტაცია დასრულდა სომხური ტრადიციული ფერხულით.

წალკიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები. პროგრამა მიზნად ისახავს მომავალშიც გაგრძელებას.

IMGP9431 IMGP9454 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)