1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა ჯიმ თოროსიანის გარდაცვალების 40 დღე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

JIm

16 თებერვალს შესრულდა სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არქიტექტორის, სსრკ სახალხო არქიტექტორის, საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოს ჯიმ თოროსიანის გარდაცვალების 40 დღე, ადამიანის, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საერთაშორისო არქიტექტურის სფეროში. დიდი მეცნიერის გარდაცვალების 40 დღის აღსანიშნავად, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირმა მოაწყო ხსოვნის საღამო.

ღონისძიება დაიწყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, სადაც არქიტექტორ-მშენებლის ხსენების დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანი წინამძღოლობით ჩატარდა პანაშვიდი, რის შემდეგაც „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ხსოვნის საღამო. ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, სსრკ და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი გიგი ბათიაშვილი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრი, რუსთაველის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვახთანგ დავითაია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიარქიტექტურის ფაკულტეტი დეკანი გოჩა მიქიაშვილი, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩი თამაზ გაჩეჩილაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი ლევონ თორგომიანი, სომეხი და ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, სომხურ-ქართული მეგობრობის დამფასებლები.

ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარემ ენოქ თადევოსიანმა. მან წარმოადგინა დიდი არქიტექტორის განვლილი გზა, არქიტექტორის, რომელმაც მისი აღმშენებლობითი უსასრულო შესაძლებლობებიწარუშლელი კვალი დაუტოვა, უპირველეს ყოვლისა, თავის ქვეყნის დედაქალაქსა და სულიერ ცენტრს. გამომსვლელებმა სლაიდების მეშვეობით წარმოადგინეს მეცნიერის ინოვაციები, დიდებული ნაგებობები - კასკადი, ერევნის მერიის შენობა და სხვა. გამომსვლელებმა ისაუბრეს ქვის მეშვეობით შექმნილ იმ სასწაულებზე, რომლებიც გახდა ერევნის გეგმის ჭეშმარიტი განვითარება. ქართველმა კოლეგებმა განსაკუთრებული სითბოთი გაუზიარეს დამსწრეებს თავიანთი მოგონებები დიდი მეცნიერის შესახებ, აღფრთოვანებით ისაუბრეს იმ ნაგებობებზე, რომელთა შექმნისა და აღმართვის თანამედროვეები არიან თვითონ. ქართველ კოლეგები ჯიმი თოროსიანის დიდ ოსტატობას აფასებდნენ აშკარა მოწიწებითა და დანაკარგის ტკივილით.

ონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინეს კარენ მირზოიანის, ესაი აბოვიანის და ივანე მკრტჩიანის შესრულებებმა. საღამო იქცა სომხურ-ქართული მეგობრობის კიდევ ერთ გამოვლინებად, ამჯერად ჯიმი თოროსიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოს სახით.
 

IMGP1617 IMGP1608 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)