1geo

fb you od

საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა მშობლიური ენის დღეს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

glIMGP1970

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეღია მარგარეს“ სახელობის საკვირაო სკოლაში მშობლიური ენის დღე აღინიშნა ღია გაკვეთილით, რომელიც „ჰაიარტუნ“ ცენტრში 23 თებერვალს ჩაატარა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, სრ „მესროპ მაშტოც“ და საქართველოს „ღირსების“ ორდენოსანმა როზა ზოჰრაბიანმა.

სომხური ენის მორიგ, მაგრამ არა ჩვეულებრივ გაკვეთილს ესწრებოდნენ სამღვდელოების, თბილისის ინტელიგენციისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის წარმომადგენლები, ხაჩატურ აბოვიანის სახელობის ერევნის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მშობლიური ენის კათედრის გამგე დოცენტი აშოტ გალსტიანი, , მშობლები და ბავშვები.

მასწავლებელ როზა ზოჰრაბიანის ოსტატობით ღია გაკვეთილი იქცა ლიტერატურულ მონტაჟად, სადაც დაახლოებით 50 მსმენელის მიერ დემონსტრირებულიქნა ცოდნა, რომელიც მათ მიიღეს აქ სწავლის ხანმოკლე პერიოდში. გაკვეთილი დაიწყო ლოცვით და დასრულდა მესროპისეული ანბანისადმი მიძღვნილი ჰიმნის შესრულებით. მასწავლებლის მდიდარი წარმოსახვით მონტაჟი შეეხო ოთხ თემას - დედა, დედა ენა, დედა სამშობლო და დიდი თუმანიანი. გაკვეთილი იქცა ანთოლოგიად - სომხურის, როგორც ინდოევროპული უძველესი ენის შესახებ შესავალი სიტყვით, მსოფლიო ცნობილ ადამიანთა მიერ სომხური ენის შეფასებების აჟღერებით, სხვადასხვა პოეტების მიერ სომხური ენისადმი მიძღვნილი ლექსების მხატვრული კითხვითა და უძველესი ენის შესახებ ერის დიდებულთა გამონათქვამების კითხვით.

მათი ლამაზი გამოსვლები, არა უშავს რომ ცოტათი არა სომხური ინტონაციით, ცოტათი არა სწორი აქცენტით, მაგრამ გულწრფელად და თბილად წარმოადგინეს საკვირაო სკოლის 10-იდან 50 წლამდე ასაკის მსმენელებმა.

- შთაბეჭდილება აღემატა მოლოდინს, ღონისძიება - ლამაზი სომხურით, მდიდარი შინაარსითა და დინამიურობით, მაღალი ღირებულებების მატარებელია, - ასე შეაფასა ღონისძიება და დამსწრეები აკურთხა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

ყველა გამომსვლელმა მადლიერება გამოუხატა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოღვაწეობას, რომლის წყალობით უამრავო სომეხი უბრუნდება თავის ფესვებს, სწავლობს სომხურ დამწერლობასა და ისტორიას.

ღონისძიება დასრულდა მშობლიური ენის შენარჩუნებისა და თაობებისათვის გადაცემის დამსწრეთა დადებული ფიცით.
 

IMGP1875 IMGP1958 IMGP1906 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)