სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში შესრულებულ სამუშაოთა მოკლე ანგარიში (2011-2013 წლები ) |
აღნიშნულ პერიოდში საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აშენდა და გარემონტდა შემდეგი ეკლესიები და სამლოცველოები: 2011 წელი -2011 წლის 10 ივნისს საპატრიარქო ვიზიტით საქართველოში ჩამობრძანებულმა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრია გარემონტდა და ხელახლა იკურთხა ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძას „სურბ კარაპეტ“ ეკლესია; გარემონტდა და ხელახლა იკურთხა ახალქალაქის რაიონის სოფელ აბულის „სურბ ჰარუთიუნ“ ეკლესია. 2012 წელი - გარემონტდა და და ხელახლა იკურთხა ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახის „სურბ ჰოვანეს კარაპეტ“ ეკლესია; გარემონტდა და ხელახლა იკურთხა ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჯიგრაშენის „სურბ ჰრეშტაკაპეტაც“ ეკლესია; იკურთხა მარნეულის რაიონის სოფელ კარმირის ახალადაშენებული „სურბ ავეტარანჩაც“ სამლოცველო. 2013 წელი - გარემონტდა და ხელახლა იკურთხა ახალქალაქის რაიონის სოფელ მერენიას „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია; გარემონტდა და ხელახლა იკურთხა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა დაღეთის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია. იკურთხა ნინოწმინდის რაიონის სოფელ მამზარას „სურბ მესროპ მაშტოც“ ახალადაშენებული ეკლესია. გარემონტდა და ხელახლა იკურთხა მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია. გარემონტდა და ხელახლა იკურთხა ახალალაქის რაიონის სოფელ ალათუმანის „სურბ ერორდუთიუნ“ ეკლესია. 2. სასულიერო-საეკლეს ეპარქიის ყურადღების ცენტრშია მომლოცველობების ორგანიზება და მორწმუნეთათვის სომხური ისტორიული ადგილების გაცნობა. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა: 2011 წელი - მომლოცველობა დასავლეთი სომხეთის ისტორიულ ტერიოტორიაზე: 2013 წელი - სომეხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონის სომხური შუასაუკუნოვანი მონასტრები, სრ ღალთახჩის „სურბ ჰოვანეს“ ეკლესია, არცახი. სათანადოდ ჩატარდა სასულიერო- საეკლესიო ღონისძიებები. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული თბილისსა და სამცხე ჯავახეთში, ყურძნის კურთხევა თბილისში, ბათუმში, ახალქალაქში, მიჯინქის, სებასტიელი 40 ბავშვის ხსენების დღეები, აღდგომის წინა კვირისა და წმინდა აღდგომის ყველა ცერემონია თბილისში, ჯავახეთსა და ბათუმში. პერიოდულად ხორციელდებოდა და ამჟამადაც გრძელდება მღვდელმსახურთა ვიზიტები საპატიმროებში. პატიმრებს გადაეცემათ მათთვის ნებადართული ნივთები, ტანსაცმელი და სხვა. ეკლესია გამოდის სომეხი პატიმრების შეწყალებაზე წარდგენის შუამდგომლობით. საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ორგანიზებულიქნა: 2012 წელი - კონფერენცია „სომხური ეკლესიები თბილისში გუშინ და დღეს“, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოებისა და თანამდებობის პირთა ერთობლივი კრება, ჯავახეთი. 2013 წელი - საქართველოს სომეხთა ეპარქიის საანგარიშო მოხსენება სამეურვეო საბჭოს წინაშე. საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოებისა და თანამდებობის პირთა ერთობლივი კრება წეროვანში. „მრგვალი მაგიდა“ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთა ა) ჩატარდა პანაშვიდის ცერემონიები: ხოჯივანქის პანთეონში აღმართულ ხაჩქართან -სუმგაითის მსხვერპლთა ხსოვნის, სირიაში დაღუპულთა ხსოვნის, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის, მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნის, ხოჯივანქის პანთეონში - ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღეს, დიდი პოეტის საფლავზე, გ.ხაჩატრიანის დაბადების 70 წლისთავის დღეს, მის საფლავზე, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში - გურგენ მარგარიანის დაბადებისა და მკვლელობის დღეს, ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, 2008 წელს ქართულ-რუსული საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის. ბ) საანგარიშო წლებში დიდი ზეიმით აღინიშნა საეკლესიო დღესასწაულების თანმხლები წეს-ჩვეულებები - მირქმის, სურბ სარგისის, ვარდავარის, ჰამბარცუმ - ჯან გიულუმის, ამაღლების, სურბ გრიგორ ლუსავორიჩის ხორ ვირაპიდან გამოსვლის დღესასწაული და სხვა. გ) ორგანიზებულიქნა ნათლობები - ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში, მარნეულის რაიონის სოფლებში კარმირ, მირზოევკა, ხოჟორნი, დამია. კეთილ ტრადიციად იქცა სასწავლო წლის დასაწყისში თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში საბავშვო ბაღისა და ერთდღიანი სასწავლებლების მოუნათლავი აღსაზრდელების მონათვლა. დ) ორგანიზებულიქნა სახალხო ქადაგებები და ორგანიზებულიქნა სამუშაოები ფართო საზოგადოებრიობას ორგანიზებულიქნა საქართველოს სომეხი ახალგაზრდების ვიზიტი მუსულმანურ მეჩეთსა და ებრაულ სინაგოგაში. 3. კულტურული მოღვაწეობა - „ჰაიარტუნ“ ცენტრი აშენდა 2011 წელს. 2011-2013 წლებში ეპარქიის ტერიტორიაზე განხორციელდა: ა) ადგილობრივი ღონისძიებები: 2011 წელი - ოვანეს თუმანიანის დაბადების დღის აღნიშვნა, ალექსანდრე მანთაშიანცის გარდაცვალების 100 წლისთავის, მ.არამიანცის 170 წლისთავის, გ.გიულბენკიანის, გარეგინ ნჟდეჰის ხსოვნის საღამოები. 2012 წელი - კონცერტები: წმიდა შობის დღესასწაული, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის „აღბიურ“ და „ჰაიარტუნ“ ცენტრის „სურბ ნერსეს შნორჰალის“ სახელობის საბავშვო ანსამბლების ერთობლივი კონცერტი, „ხალხური სიმღერისა და დუდუკის რჩეული“ რუბრიკით კონცერტი, ანაჰიტ ჰარუთიუნიანის, რუბენ ვოსკანიანის სოლო კონცერტები, სირიელთა დახმარების საქველმოქმედო კონცერტი - ანა პოღოსოვას, ჰენრიხ პეტროსიანის, ნინა კარაპეტიანის მონაწილეობით. ორგანიზებულიქნა „ნერსეს შნორჰალი“ ბავშვთა გუნდის პირველი გამოსვლა საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიით. ორგანიზებულიქნა „ნერსეს შნორჰალი“ ბავშვთა გუნდის საანგარიშო კონცერტი. 2013 წელი - „ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა შობისა და ნათლისღების დღესასწაულებისად ბ) ფართომასშტაბიანი ღონისძიებები - დიდი პომპეზურობით აღინიშნა სამშობლოს ეროვნული და სახელმწიფო დღესასწაულები. 2011 წელი - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს სომეხთა ეპარქიის ძალებით გაიმართა სრ დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი. თბილისის „Arthall“ დარბაზში ცენტრის ახალადშექმნილი წრეების მონაწილეობით გაიმართა დიდი სომეხი კომპოზიტორის არნო ბაბაჯანიანის დაბადების 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი, აკაკი ხორავას სახელობის თეატრში გაიმართა კონცერტი - მიძღვნილი შუშის გათავისუფლებისად 2012 წელი - თბილისის „Arthall“ საკონცერტო დარბაზში გაიმართა შუშის გათავისუფლების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, მოწვეულნი იყვნენ არცახისა და დიდი სამამულო ომის ვეტერან-მონაწილეები, ორგანიზებულიქნა გუსან ჰავასის დღესასწაული წალკაში, „ჯეირან“ ქორეოგრაფიული ანსამბლის კონცერტი ერევანში, „სურბ გევორგ“ ეკლესიის დროებით დახურვასთან დაკავშირებით ეკლესიის ეზოში გაიმართა დიდი ღონისძიება. 2013 წელი - შედგა პიანისტ მამიკონ ნაჰაპეტოვის შემოქმედებითი საღამო, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა სასტუმრო „მეტეხის“ საკონცერტო დარბაზში გამართული „არს-ლუნგას“ კონცერტი, თბილისის „Arthall“ საკონცერტო დარბაზში ორგანიზებულიქნა კონცერტი, რომელიც მიეძღვნა სრ დამოუკიდებლობის 22 წელს, ასევე „ჯეირან“ ქორეოგრაფიული ანსამბლის 10 წლის იუბილეს, მონაწილეობა გაერო-ს "მეგობრობის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაში. განხორციელდა სირიელი სომხების დახმარების საქველმოქმედო ღონისძიებების ციკლი. თბილისის „Arthall“ საკონცერტო დარბაზში გაიმართა „ვარდანანც ტონ“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი და სირიელ სომეხთა დახმარების მიზნით ორგანიზებულიქნა სომეხი მხატვრების ტილოების საქველმოქმედო გამოფენა- გაყიდვა. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა სომეხი და ქართველი მხატვრების სირიელი სომხების დახმარების საქველმოქმედო კონცერტი. ორგანიზებულიქნა მაისის სამი დღესასწაულის ზეიმი, სათხას გამარჯვების 95 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი, ჯავახეთში აღინიშნა ჯივანის დღე, ტერიანული პოეზიის დღე განძაში, გუსან ჰავასის დღე წალკაში, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში - არცახის სახელმწიფო გუნდის გამოსვლა. გ) ფესტივალები 2012 წელი - „ჩემი სომხეთი" ყოველთა სომეხთა ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს „ნერსეს შნორჰალის“ სახელობის საბავშვო, „ნერსეს შნორჰალის“ სახელობის უფროსთა გუნდებმა, „ჯეირან“ და „ანი“ ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა. 2013 წელი - „ჯეირან“ ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალში „ბრავო“, „ანი“ და „ჯეირან“ ანსამბლები ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ „თბილისობის“ კონცერტში. „კომიტას ვარდაპეტ“ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ნერსეს შნორჰალის სახელობის ბავშვთა გუნდმა. დ) მოეწყო ხსოვნის საღამოები: 2011 წელი - მ.არამიანცის დაბადების 170 წლისთავისადმი , ალ.მანთაშოვის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი, ეპისკოპოს სერაიდარიანის, გარეგინ ნჯდეჰის 125 წლისთავისადმი, თბილისელ პროზაიკოსების წერუნ თორგომიანისა და მკრტიჩ ასლანიანისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამოები. 2012 წელი - პიტოევების ოჯახისა და პარუირ მურადიანის ხსოვნის საღამოები. 2013 წელი - ლევონ ანანიანის, სარგის დარჩინიანის ხსოვნის საღამოები, ლევონ მელიქსეთ- ბეგის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრაზე. ე) წიგნების ბეჭდვა და პრეზენტაციები 2011 წელი - საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით გამოქვეყნებული საიათნოვას ლექსების სომხური და გივი შაჰნაზარის ქართული თარგმანით ორენოვანი წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ალ.მანთაშევზე ე.თადევოსიანის სომხური და რუსული ორენოვანი წიგნის გამოქვეყნება და პრეზენტაცია, გევორგ სნხჩიანის და ანაჰიტ ბოსტანჯიანის წიგნების გამოქვეყნება და კონფერენციის ორგანიზება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2012 წელი - ყოველწლიურად „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით იბეჭდება საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის წევრ მწერალთა წიგნები. მკითხველის მაგიდაზე დაიდო ლილით სნხჩიანის, ხაჟაკ ეფრიკიანის, სილვა სიფანის წიგნები. 2013 წელი - არცახელ მწერალ ვარდან ჰაკობიანთან შეხვედრა და მისი „ქვის სუნთქვა“ წიგნის პრეზენტაცია, თბილისელი გრიგორ ჰარუთიუნიანის „პროზაული სიმღერა თბილისის შესახებ“ წიგნის პრეზენტაცია, „ვერნატუნ“ წელიწდეულის პრეზენტაცია, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის არსენ ერემიანის „დამიძახე მე, ვით შენს შვილს“ კრებულის, ჰოვანეს მარიკიანის და სერგეი არაქელიანის პროზაული ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია, ჯოვანი ვეფხვაძის წიგნის პრეზენტაცია. ვ) შემოქმედებითი საღამოები 2012 წელი - გევორგ სნხჩიანის დაბადების 60-წლისთავის საიუბილეო საღამო. 2013 წელი - მ. გრიგორიანის, მუსიკოს ლევონ შაჰბაზიანის შემოქმედებითი საღამოები, შეხვედრა ამერიკელ სომეხ მწერალ ჰოვსეფ ნალბანდიანთან. ზ) მოეწყო შეხვედრები: 2011 წელი - თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას ეწვია სრ პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და დაესწრო ეკლესიის ეზოში ალ.მანთაშევის ბიუსტის გახსნის საზეიმო ცერემონიას. 2012 წელი - თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიასა და „ჰაიარტუნ“ ცენტრს ეწვივნენ შარლ აზნავური, მანთაშევის მემკვიდრეები, არამიანცის შვილთაშვილი და მისი მეუღლე, ტიგრან მანსურიანი, სონა ვანი, ცნობილი ქართველი პროზაიკოსი რევაზ მიშველაძე, სსსკ-ის ვირტუალური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სომხურ-ქართული ფილმის „საიუბილეო კლიენტი“ ფილმის მსახიობები, სრ თანამდებობის პირები და შედგა მათი შეხვედრები საზოდაგოებრიობის წარმომადგენლებთა 2013 წელი - „ჰაიარტუნ“ ცენტრს ეწვივნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა, სხვა თანამდებობის პირები. მოეწყო შეხვედრები ტიგრან მანსურიანთან, რობერტ ამირხანიანთან ეროვნულ ბიბლიოთეკაში, შეხვედრა სრ კულტურის მინისტრ ჰასმიკ პოღოსიანთან, „ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა შეხვედრა ერევნის მერთან ტარონ მარგარიანთან და თბილისის ყოფილ მერთან გიგი უგულავასთან. შეხვედრები გაიმართა ქართველი მწერალ რევაზ მიშველაძესთან, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარესთან მაყვალა გონაშვილთან, არასომხურენოვან შემოქმედებთან - გარი ღალამქაროვთან, მიხეილ ანანოვთან, გრიგორი ჰარუთიუნიანსა და ასევე სხვა არასომეხ ცნობილ პირებთან. ყოველწლიურად ეწყობა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ღონისძიებები - მსვლელობა, პანაშვიდი, მშვიდობიანი მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ჩირაღდნებით მსვლელობა, მიტინგი და საპროტესტო აქცია თურქეთის საელჩოსთან. სამუშაოები ტარდება შემოქმედებით კავშირებთან და ყოველწლიურად ეწყობა ქადის, ჰარისის, ტოლმის ფესტივალები. დაფუძნებულია საგანმანათლებლო- 2012 წელს ახალციხეში გაიხსნა „ვაჰრამ გაიფეჭიან“ ხელოვნების ცენტრი, საზეიმოდ გაიხსნა მემორიალი, ბიბლიოთეკა; 2013 წელს ნონოწმინდაში გაიხსნა „რაფაელ ღარსლიან ჯავახქ“ კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის ცენტრი. ზ) გამოფენები - „ჰაიარტუნ“ ცენტრში მოეწყო სხვადასხვა გამოფენები: 2011 წელი - მოეწყო ჟან ხაჩის ნამუშევრების გამოფენა. 2012 წელი - გაიანე ხაჩატურიანის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქალბატონ მხატვრების, ბათუმელი მხატვრის ჰრაჩ სეჩენიანის, აზატ მანუკიანის ფოტო ნამუშევრების, ლევონ ოსიპოვის კერამიკული ნამუშევრების, "თბილისის სომხური ეკლესიები გუშინ და დღეს“ რუბრიკით, ასევე ხალხური რეწვის გამოფენები. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყო სომხურ ხელნაწერთა გამოფენა, მიძღვნილი სომხური ბეჭდვითი სიტყვის 500 წლისთავისადმი. ერევანში მოეწყო „სამშობლოს ძახილით“ სომეხ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, „ჰაიარტუნ“ ცენტრმა ერევანში მონაწილეობა მიიღო გამოფენაში „არტ ექსპო“. 2013 წელი - სომეხი და ქართველი მხატვრების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რუბრიკით „სომეხთა გოლგოთა“, გენოციდის თემაზე სურათების გამოფენა თბილისსა და ჯავახეთში. „ჰაიარტუნ“ ცენტრში მოეწყო გიორგი მანოიანის, რობერტ ნერსესოვისა და მისი მოწაფეების ნამუშევრების, ასევე ფოტოგრაფ ედვარდ ბადოიანის ფოტო, გოჰარ ჰაკობიანისა და მერუჟან შაუმიანის მინიატურულ ნამუშევართა, საბავშვო სურათების გამოფენები. 4. სასწავლო პროგრამები - ჩამოყალიბდა სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების სისტემა თბილისში , სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში. პერიოდულად ხდება სახელმძღვანელოებ დაარსდა სკოლამდელი დაწესებულებები თბილისსა და სოფელ არაგოვაში. 2011 წელი - მოეწყო საახალწლო ზეიმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღისა და „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის ერთდღიანი სკოლის მოწაფეებმა, ორგანიზებულიქნა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის პირველი გამოშვებისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 2012 წელი დაიწყო სკოლამდელი დაწესებულების საშობაო ზეიმით, ჩატარდა ზეიმები - „გაზაფხული“, „შემოდგომის სიმშვენიერე“, „ზატიკ“. გაზაფხულის არდადეგებზე საგანმანათლებლო განყოფილება მასპინძლობდა ერევნის სებასტაცის სახელობის სკოლის მაღალკლასელებს. თანამშრომლობის მემორანდუმი მოაწერეს „ჰაიარტუნ“ ცენტრმა და თბილისის 98-ე სკოლამ, ასევე „ჰაიარტუნ“ ცენტრმა და ერევნის სებასტაცის სახელობის სკოლამ. ჩატარდა ერთდღიანი სკოლის მოწაფეთა გამოცდა და საზეიმო პირობებში მათ გადაეცათ მოწმობები. მოეწყო სურბ მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის პირველი გამოშვების გაცილების ზეიმი. 2013 წელი - ცენტრში გაიმართა ჯავახეთის „პურპიკ“ თოჯინების თეატრის გასტროლები, საკვირაო სკოლის მოწაფეებმა ვიკტორინა-კონკურ განათლების განყოფილების ესთეტიკური აღზრდის წრემ მოაწყო „ქაღალდის შოუ“, რომლის დროს ბავშვებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ტიპის ქაღალდით მომზადებული ხელნაკეთი ტანსაცმელი. ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ერევანში ჩატარებულ საბავშვო სურათების კონკურს-გამოფენა 5. ახალგაზრდული განყოფილების მოღვაწეობა ამ განყოფილებამ მოაწყო: მომლოცველობები - საქართველოს ისტორიულ ადგილებში, სომხეთში, არცახში. განახორციელა ახალგაზრდა ლიდერთა გადამზადების ერთკვირიანი სასწავლო პროგრამა, მოიწვია ახალგაზრდები საქართველოს სომხებით დასახლებული სხვადასხვა რაიონებიდან, მოეწყო სემინარები და კონფერენციები, ორგანიზებულიქნა ეკლესიის მოყვარული ახალგაზრდობის შეკრება , ხორციელდება ურთიერთვიზიტები და თანამშრომლობის პროგრამები, ჩატარდა ახალგაზრდა ლიდერთა გადამზადების ტრენინგ-სემინარი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში და პროგრამები დაბა წეროვანში. განახორციელეს ვიზიტები და თვითონაც მიიღეს სტუმრები: გუგარქის ეპარქიის „ნარეკაცი“ ახალგაზრდული კავშირის წევრების ვიზიტი თბილისში, გევორგიან სასულიერო სემინარიის დიაკვანთა ვიზიტი თბილისში, არცახის ახალგაზრდების ვიზიტი თბილისში, სომხეთიდან ჩამოსული ახალგაზრდები გაეცნენ თბილისელი სომხების წარსულსა და დღევანდელობას. ჩამოვიდნენ ასევე ერევნისა და არარატის ეკლესიის მოყვარული ახალგაზრდების ჯგუფები. გაიმართა სპორტული ღონისძიებები - ტურნირი „ჰაიარტუნ“ ცენტრის თასისთვის. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ქალაქის სხვადასხვა სკოლებმა. ახალგაზრდულმა განყოფილებამ ხოჯივანქის პანთეონის კეთილმოწყობის და მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობა იკისრა. ახალგაზრდების ჯგუფები შაბათობებს აწყობენ, ხეებს რგავენ, მორიგეობენ. მზრუნველობას იჩენენ მოხუცებისა და სოციალურად გაჭირვებულთა მიმართ, ახალგაზრდები დადიან მარტოხელა მოხუცებთან, გაჭირვებულებს ეხმარებიან სხვადასხვა სამედიცინო, სამართლებრივი და სოციალური საკითხების გადაწყვეტაში. წლის განმავლობაში დახმარებას უჩენენ საკვებით. სამუშაოები ტარდება ახალგაზრდებში ხალხური სიმღერისა და ცეკვის გავრცელების მიზნით. შეიქმნა „ტარონ“ ახალგაზრდული სამოყვარულო ანსამბლი, სადაც კვირაობით ახალგაზრდებს ასწავლიან ეროვნულ ცეკვებსა და სიმღერებს. აღნიშნული ანსამბლი დიდი წარმატებით გამოდის საეკლესიო და ეროვნული დღესასწაულების დროს. ორგანიზებულიქნა არცახის გმირების ხსოვნის საღამოების ციკლი. ეპარქიის ახალგაზრდები, მღვდელ ნარეკ ღუშჩიანის ხელმძღვანელობით, თვეში ორჯერ შეხვედრებს მართავენ, სადაც ისინი გამოდიან არცახის გმირების შესახებ მომზადებული მოხსენებებით. ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილება აქტიურად მონაწილეობს სკაუტურ ბანაკში. ორი წლის განმავლობაში 22 წევრისაგან შემდგარი ახალგაზრდული ჯგუფი ივლისის თვეში ზაფხულის არდადეგებს ატარებს „ანდრანიკ“ სკაუტთა ბანაკში. ჯგუფები გაიგზავნა ასევე „სახლში მოდი“ ღონისძიებაზე. ახალგაზრდული განყოფილების აქტიური მონაწილეობით ეწყობა საპროტესტო აქციები გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეებში, თურქეთის საელჩოსთან, ფლეშ-მობით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ასევე ქალაქ ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან, გურგენ მარგარიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, ასევე საფაროვის ციხიდან გათავისუფლებასთა 6. საინფორმაციო განყოფილებამ საანგარიშო პერიოდში დეტალური სამუშაო განახორციელა ეპარქიის სამუშაოების გაშუქებისა და გავრცელების მიმართულებით. 2011 წელს ყველა ღონისძიება დაფიქსირდა და გავრცელდა როგორც სომხური, ასევე რუსული და ქართული მასმედიის საშუალებებით. 2012 წელს შეიქმნა ეპარქიის ოთხენოვანი საიტი და გვერდები facebook-ის და Odnoklassniki-ს სოციალურ ქსელებში. მოეწყო პირდაპირი საეთერო ჩართვები ტიგრან მანსურიანთან, სირიის სომხური სათვისტოს ხელმძღვანელთან, სტეფანაკერტთან. 2013 წლიდან უკვე შესაძლებლობა შეიქმნა მორწმუნეებთან და სათვისტომოს წევრებთან SMS შეტყობინებების გავრცელების მეშვეობით კავშირის დამყარების. დაახლოებით 10 ათასი სატელეფონო ნომერზე შეტყობინება და მოსაწვევი იგზავნება ამა თუ იმ დღესასწაულთან და ღონისძიებასთან დაკავშირებით. ერთი კვირით ადრე ღონისძიების განცხადება სხვადასხვა ენაზე თავსდება ინტერნეტში, შედეგი დამაკმაყოფილებელ 2013 წლის მეორე ნახევრიდან საინფორმაციო განყოფილება ამზადებს ვიდეოგადაცემათა ციკლს. ღონისძიების გადაღების შედეგ მზადდება საეთერო სიუჟეტი და იტვირთება ინტერნეტში. დიდი ენთუზიაზმით ხვდებიან სულიერი პირების მიერ რელიგიური დღესასწაულების და საიდუმლოების 2-3 დღით ადრე გაკეთებულ ვიდეოჩანაწერის სახით გავრცელებულ კომენტარებს, ასეთი კომენტარები გაკეთდა სურბ სარგისის, ტეარნინდარაჯის, ბუნ ბარეკენდანის, დიდი მარხვის წინ. აქტიური თანამშრომლობა ფიქსირდება როგორც ადგილობრივ, ასევე სრ ტელეარხებთან. თითქმის ყველა ღონისძიება გაშუქდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სომხურ საინფორმაციო გამოშვებაში, ასევე ქართულ „რუსთავი 2–ის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „იმედის„,„მაესტროსა“ და სხვა არხების მიერ. საქართველოს სომეხთა ეპარქიაზე სიუჟეტები ვრცელდება სრ „H-1“ , „არმენია TV“, „შოღაკათ“ ტელევიზიებით. მხოლოდ 2014 წელს H1-მა მოამზადა 4, „შოღაკათმა“ – 4, „არმენია TV“-მ ორი გადაცემა. იურიდიულ, სახელმწიფოსთან ურთიერთობათა და რელიგიათშორისი ურთიერთობების განყოფილება ახორციელებს სამუშაოს რელიგიურ თემებსა და საპატრიარქოსთან. 2013 წლის დეკემბერში პერიოდული განმეორების წესით რელიგიური საბჭოს თავმჯდომარეობა გადმოეცა სომეხთა ეკლესიის რეზიდენციას. საანგარიშო პერიოდში მივიღეთ საქართველოსა და სომხეთის მაღალი თანამდებობის ხელმძღვანელები, მოეწყო შეხვედრები ქართველ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პირებთან. საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები (ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, მერი, მინისტრები და პარლამენტის წევრები) შობისა და წმინდა აღდგომის დღესასწაულებზე მობრძანდებიან ხოლმე სომხურ ეკლესიაში და ეპარქიას ულოცავენ დღესასწაულებს, ასევე გენოციდის მსხვერპლთა და მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნის დღეებში მობრძანდებიან და მწუხარებას გამოუხატავენ სომეხ ხალხს. 2012 წელს საქართველოს სომხების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქართულ-ირანულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში. 2013 წელს ეპარქიის წარმომადგენელმა ლევონ ისახანიანმა ბრატისლავაში მონაწილეობა მიიღო სომხურ სათვისტომოთა კონფერენციაში, ერევანში კი - სრულიად სომეხთა ადვოკატთა კონფერენციაში. 2013 წელს ეპარქიის ლიდერმა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების პასუხისმგებელმა მონაწილეობა მიიღეს რელიგიისა და აღმსარებლობის საკითხების კონფერენციაში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი დახვდა და მისი კურთხევა უბოძა ციხიდან გამოსულ ეთნიკურად სომეხ პოლიტიკურ პატიმრებს არმენ გევორგიანს, რუბენ შეკოიანსა და ვაჰაგნ ჩახალიანს. თბილისის სომხურმა სათვისტომომ სირიელი სომხების დახმარების მიზნით საქველმოქმედო ღონისძიებები ჩაატარა და შემოწირული თანხა გადაურიცხა მთავარ საკათედრო „სურბ ეჯმიაწინს“. 2013 წელს შეხვედრები მოეწყო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებთან ნინო ბურჯანაძესა და შალვა ნათელაშვილთან. „ჰაიარტუნ“ცენტრში შეხვედრები მოეწყო პოლიტიკოსებთან ოპოზიციიდან - დავით დარჩიაშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრ დავით ბერძენიშვილთან, ცნობილ პოლიტოლოგ ქლერ მურადიანსა და სხვებთან. შეხვედრების ციკლი გრძელდება. განყოფილებამ მონაწილეობა მიიღო ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. სოციალური - ყურადღება ეთმობა გაჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა ადამიანებს. მოეწყო წინასაახალწლო დახმარება გაჭირვებული ოჯახებისთვის, აჭარაში გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგდა შეშა, საახალწლო საჩუქრები. თბილისში შობისა და აღდგომისა დღესასწაულებზე საჩუქრები დარიგდა. „გარი დავთიან“ თოჯინების თეატრის გასტროლები მოეწყო ჯავახეთის გაჭირვებული ოჯახების ბავშვებისათვის და დარიგდა საჩუქრები.
|