საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დიდი ზეიმით აღინიშნა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული |
წმინდა აღდგომის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა სომხური ეკლესიის წესებისა და რიტუალების შესაბამისად. როგორც „ჭრაგალუიცის“ საღამოს, ასევე წმინდა აღდგომის დღეს თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, მარნეულის რაიონში, ბათუმში უამრავ მორწმუნეთა მონაწილეობით, გაიმართა წმინდა რიტუალები. და ვინაიდან წელს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული დაემთხვა სომეხთა ეკლესიის აღდგომის დღესასწაულს, მას უფრო საზეიმო და ხალხმრავალი სახე მიეცა. დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნა თბილისში. 19 აპრილს, დიდ შაბათ დღეს, დილით „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით, საჩუქრები დაურიგდა სოციალურად დაუცველ რამდენიმე ათეულ ოჯახს, შემდეგ საზეიმო განწყობა გადავიდა „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, სადაც „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, მასწავლებლების ხელმძღვანელობით, გამოვიდნენ სააღდგომო ლამაზი ზეიმით, ეროვნული ცეკვითა და სიმღერით. საღამოთი, „ჭრაგალუიცის“ წირვამდე დედაქალაქის 103-ე სკოლის სომხური სექტორის მოსწავლეები ეკლესიაში გამოვიდნენ ლიტერატურულ-მუსიკალური მონტაჟით, რომლითაც წარმოადგინეს იესო ქრისტეს აღდგომის ამბავი. შემდეგ დაიწყო „ჭრაგალუიცის“ წმიდა წირვა. წირვა აღავლინა მღვდელმა სამველ თოროსიანმა, მან აუწყა მაცხოვრის სასწაულებრივი აღდგომის შესახებ. ხალხის ვიზიტი ეკლესიაში გვიანობამდე გაგრძელდა. 20 აპრილს, კვირა, მორწმუნეებით სავსე იყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ეკლესიი მისმა ყოვლადუსამღვდელო იესო ქრისტეს წმინდა აღდგომისადმი მიძღვნილი წმინდა წირვები აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში.
|