ეთნოგრაფი გაგიკ გინოსიანი ესტუმრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრს |
27 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, ცენტრის ინიციატივითა და მოწვევით გაიმართა შეხვედრა ეროვნული მოღვაწესთან, ქორეოგრაფთან, სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებულ მოღვაწე გაგიკ გინოსიანთან. შეხვედრას ესწრებოდნენ „ტარონ“ ახალგაზრდული ეთნოგრაფიული ანსამბლის (ქორეოგრაფი: ნარინე ღუშჩიანი) წევრები, თბილისის სომეხი ინტელიგენციისა და ხელოვნების მოყვარული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა. მან წარადგინა ცნობილი ეროვნული მოღვაწე და შემდეგ სიტყვა გადასცა ბატონ გინოსიანს. ცნობილმა სომეხმა ეთნოგრაფმა ისაუბრა სომხური კულტურის, ეროვნული ღირებულებების, ხალხური სიმღერისა და ცეკვის თავისებურებების შესახებ, საუბრისას თავის სიტყვას ამყარებდა ერის დიდებულთა გამონათქვამებითა და საინტერესო ამონარიდებით მათი ნათქვამებიდან. მან ისაუბრა ხალხური ცეკვის ნიუანსებზე, სულისა და სხეულის ჰარმონიაზე, ცეკვის შინაარსის სწორი აღქმის აუცილებლობასა და ცეკვის დინამიკის დაუფლებაზე. გაგიკ გინოსიანმა ხაზი გაუსვა ეროვნული თავისებურებების შენარჩუნების ძირითად საყრდენ ბოძებს - სულიერს, ენასა და კულტურას, ეროვნულ კულტურას კი უწოდა პატრიოტული აღზრდის საფუძველი. სომხეთის რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. შემდეგ ცნობილმა ქორეოგრაფმა ქორეოგრაფიის ოსტატობის საათი ჩაუტარა „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ტარონ“ ახალგაზრდული ეთნოგრაფიული ანსამბლის წევრებს.
|