ეროვნული სიმღერისა და ცეკვის კონცერტი ბათუმში |
2014 წლის 11 მაისს ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ( წმინდა მაცხოვრის) ეკლესიამ აჭარის სომეხი მოსახლეობის სულიერი მოძღვრის მღვდელ არარატ გუმბალიანის ორგანიზებით, უმასპინძლა სომხეთის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის „სასუნ“ ეროვნული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლს. საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის შემდეგ „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ეზოში ანსამბლმა წარმოადგინა სომხური ხალხური ცეკვები და ეროვნული სიმღერები ცოცხალი შესრულებით. ადგილობრივმა საზოგადოებამ სიამოვნება მიიღო ღია ცის ქვეშ ჩატარებულიკონცერტით, ენთუზიაზმითა და ოვაციებით გაამხნევა შემსრულებლები. ეს კონცერტი კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო სამშობლოსთან, ეროვნულ სიმღერასა და ცეკვასთან , ისტორიულ ფესვებთან შეხების. მამა არარატმა „სასუნ“ ეროვნული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს დიაკვან ანდრანიკ მანუკიანსა და კულტურის უნივერსიტეტის პროფესორ ანაჰიტ ხეჩუმიანს გადასცა სიგელები.
|