1geo

fb you od

თბილისში გაიხსნა კიდევ ერთი ღირსეული სომეხი მამულიშვილის მემორიალური დაფა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ham

2014 წლს 12 ივნისს, თბილისში ასათიანის (ყოფილი ენგელსის) ქუჩის 42 ნომერში, იმ სახლის კედელზე, სადაც გაატარა თავისი ბავშვობა და ყრმობა ცნობილმა სომეხმა ასტრონომმა და ასტროფიზიკოსმა, თეორიული ასტროფიზიკის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ვიქტორ ამბარუმიანმა, გაიხსნა მისი მემორიალური დაფა.

საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, მწერალ-მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატებ, თბილისის ინტელიგენციისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ვაჰაგნ აფიანმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისი მრავალი სომეხი ცნობილი ადამიანის მშობლიური ქალაქია, მან ხაზი გაუსვა მათი კვალის შენარჩუნების მიზნით ბოლო წლებში საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, თბილისის მერიასთან პარტნიორობით და თბილისის სომხური სათვისტომოს მხარდაჭერით, შესრულებულ სამუშაოებს. ამ მიზნით გახსნილი მემორიალური დაფები ქალაქის მცხოვრებთ და სტუმრებს ახსენებს ამ ქალაქის ცნობილ პიროვნებებს. ერთ-ერთი მათგანი მსოფლიო ცნობილი მეცნიერი ვიქტორ ამბარუმიანის მემორიალური დაფაა.

თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის განყოფილების გამგემ მამუკა ქაცარავამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ თბილისის მერია, ამაყობდა რა ასტრონომიის სფეროში თბილისელი ვიქტორ ამბარცუმიანის გამოგონებებით, ჯერ კიდევ 1982 წელს, ორ ასტრონომს - ვიქტორ ამბარცუმიანსა და ევგენი ხარაძეს მიანიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

მემორიალური დაფა გახსნეს თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის განყოფილების გამგემ მამუკა ქაცარავამ და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ვაჰაგნ აფიანმა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)