თბილისელმა სომეხმა მომლოცველებმა ილოცეს სომხეთის შვიდ წმინდა ადგილში |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ინიციატივითა და მღვდელ მანუკ ზეინალიანის წინამძღოლობით, თბილისელ მორწმუნეთა 22 კაციანმა ჯგუფმა 6-8 სექტემბერს მომლოცველობა შეასრულა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის სიწმინდეებისაკენ სამდღიანი მოგზაურობის დროს მომლოცველთა ჯგუფმა სანთლები დაანთო და ილოცა შვიდ სომხურ წმინდა ადგილში. მომლოცველობა დაიწყო ხორ ვირაპსა და ადგილობრივ „სურბ ასტვაწაწინ“ ( წმიდა მარიამის) ეკლესიიდან, შემდეგ ტათევის მონასტერში მორწმუნეები დაესწრნენ ღამის ყველა ლოცვასა და წმინდა წირვას, რომელიც დილით ამ უძველეს და ყოვლისშემძლე მონასტერში აღავლინა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა. ზიარების მიღებისა და სულიერი განწმენდის შემდეგ მორწმუნეებმა განაგრძეს მოგზაურობა. ნორავანქისა და არმავირის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ეკლესიების რწმენით გაძლიერებულმა მომლოცველთა ჯგუფმა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში მონაწილეობა მიიღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ღვთისმსახურებაში, „სურბ ჰრიფსიმე“ ტაძარში ყოვლადწმინდა ქალწულს, შემდეგ აბოვიანის ახალადაშენებულ „სურბ ჰოვანეს მკრტიჩ“ (წმინდა იოანე ნათლისმცემლის) ეკლესიაში (სადაც ინახება წმინდანის წმინდა ნაწილი) - წმინდა იოანე ნათლისმცემელს სთხოვეს მფარველობა. მომლოცველთათვის შთაბეჭდავი იყო მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგიროთი მგზავრობა. სიმაღლის შიში მალევე შეცვალა იმ მშვენიერმა ხედმა, რომელიც გაიშალა მომლოცველთა წინაშე, მისი განუმეორებელი სილამაზით. თბილისელ მორწმუნეებს ამ მოგზაურობის შესრულებაში მხარი დაუჭირეს ტათევის მონასტრის სულიერმა მსახურმა არქიმანდრიტმა მიქაელ გევორგიანმა, სრ დიასპორის სამინისტრომ, არმავირში - ვარდან და ანა შაჰვერდიანების ოჯახმა და სოფელ ლუკაშინის მცხოვრებლებმა, რისთვისაც მომლოცველები მათ მადლობას უხდიან. მომლოცველები თბილისში დაბრუნდნენ წარუშლელი შთაბეჭდილებებით.
|