თბილისში მყოფი ვანაძორის თეატრის ხელმძღვანელები და მსახიობები ეწვივნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიას |
მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელო ამ დღეებში აბელიანელები თბილისში ჩამოვიდნენ პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხურ დრამატულ თეატრთან თანამშრომლობის 50-წლის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში. თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო აკადემიურ თეატრში აბელიანელები გამოვიდნენ უილიამ შექსპირის "მეფე ლირი", არმენ ბაიანდურიანის "შემოდგომის საღამო" და ალექსანდრე შირვანზადეს "ბოროტი სული" წარმოდგენებით. სამივე წარმოდგენა თბილისელმა მაყურებელმა მიიღო დიდი ენთუზიაზმით, გასტროლები კი თბილისის ხელოვნების მოყვარული საზოგადოებისთვის იქცა მოვლენად. ეპარქიის ლიდერმა სტუმრებსა და პირადად ცნობილ რეჟისორს, სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტ ვაჰე შაჰვერდიანს ბრწყინვალე წარმოდგენებისათვ წინამძღვარმა ხაზი გაუსვა დედა სამშობლოს ყურადღებას პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ერთიანი ძალისხმევით, საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებათა ერთობლივი მხარდაჭერით გარემონტდება თბილისის სომხური თეატრის შენობა და გაგრძელდება ძველი და კარგი ტრადიციები. შეხვედრის დროს ვანაძორის ჰოვანეს აბელიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარმა რეჟისორმა ვაჰე შაჰვერდიანმა განაცხადა, რომ გეგმავს თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის მსახიობებთან სპექტაკლის დადგმას. მაესტრომ კმაყოფილება გამოთქვა თბილისელი მაყურებლის სითბოსა და ენთუზიაზმისათვის სტუმრებმა სანთლები დაანთეს უძველეს „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, დაათვალიერეს კულტურულ-საგანმა |