გაიმართა რელიგიური საბჭოს წევრების შეხვედრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში |
მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში გაიმართა ქრისტიანული ეკლესიების წინამძღვრების საბჭოს წევრების შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი მისი ყოვლადუსამღვდელო განხილულიქნა საკითხები, რომლებიც აღელვებს რელიგიურ თემებს, შეეხნენ გაეროსა და ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციებს, ასევე საქართველოს რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან სამუშაოებს. შეხვედრაზე სომეხთა ეკლესიის წინამძღვრის მიერ გაიჟღერა ერთობლივად სასულიერო მუსიკის საღამოების მოწყობის წინადადებამ. საღამოები მიეძღვნება სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავს. რელიგიური საბჭოს წევრებმა მზაობა გამოთქვეს საღამოების მოწყობაზე. რელიგიური თემების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ერთობლივ საქმიანობას საერთო ინტერესების მომცველ საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ლევონ ისახანიანი, მილენა ოგანეზოვა და რელიგიური საბჭოს წევრების თანმხლები პირები ნინა აივაზოვა და ალბინა ზოტოვა. |