1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რელიგიური საბჭოს წევრების შეხვედრაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP00118 

2014 წლის 6 ნოემბერს თბილისის სასტუმრო"ამბასადორში" გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან მოქმედი რელიგიურ საბჭოს წევრების შეხვედრა ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამართლებრივ და თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების დირექტორი ლევონ ისახანიანი, ანალიტიკური ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი მილენა ოგანესიანი. შეხვედრას დაესწრო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

კრებაზე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განხილულიქნა საჯარო სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებული თემები.

რელიგიური საბჭოს წევრებმა განიხილეს საქართველოში "ტოლერანტობის დამცველების“ კანდიდატურები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)