1geo

fb you od

„გლახო - მეორე სიცოცხლე“ კომპაქტ-დისკის პრეზენტაცია თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Glakho

2014 წლის 9 ნოემბერს თბილისში გაიმართა "გლახო - მეორე სიცოცხლე» კომპაქტ-დისკის პრეზენტაცია. კომპაქტ-დისკი, რომელიც შეიცავს სომეხი მომღერლის, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს დამსახურებული არტისტიგლახო ზახაროვის 6 სომხურ და 6 ქართულ სიმღერას, ნამდვილად გახდა აღმოსავლური სიმღერების აწ გარდაცვლილი საუკეთესო შემსრულებლის, თბილისელი ცნობილი მომღერლის მეორე დაბადება.

კომპაქტ-დისკი გამოიცა საქართველოში სრ ყოფილი ელჩი, ამჟამად სრ იუსტიციის მინისტრის ოვანეს მანუკიანის ეგიდით, ვისთვისაც გლახო ზახაროვის მიერ საიათნოვას სიმღერების შესრულება იყო ნამდვილი აღმოჩენა.

გლახო - მეორე სიცოცხლე“ კომპაქტ-დისკის პრეზენტაცია დაიწყო სრ იუსტიციის მინისტრის ოვანეს მანუკიანისა და მასთან ერთად ერევნიდან ჩამოსული სტუმრების, თბილისელი სომეხი საზოგადოებრიობის, „ჰაიარტუნ“ ცენტრის დოლისა და დუდუკის წრეების აღსაზრდელბისა და გლახო ზახაროვის ახლობლების მიერ მომღერლის საფლავი ყვავილებით შემკობით და საკმევლის კმევით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით შესრულდა პანაშვიდი მიცვალებულის სულის სიმშვიდისათვის.

ღონისძიება გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, სადაც სხვა მხატვრების ნამუშევრებთან ერთად გამოფენილი იყო ცნობილი მხატვრის, თბილისური კოლორიტის შექმნის დიდოსტატის თენგიზ მიკოიანცის ტილოები.

თბილისის ქალაქური სიმღერებისა და საიათნოვას მელოდიების შეუდარებელი შემსრულებლის მიმართ სიყვარულმა და პატივისცემა ნამდვილი თბილისელის გლახო ზახაროვის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრიბა თბილისელი მრავალეროვანი საზოგადოება, ისინი, ვისაც ახსოვს და ვინც აფასებს მომღერალს.

პრეზენტაცია დაიწყო საიათნოვას „დუნ ენ გლხენ ...“ სიმღერის გლახო ზახაროვის შესრულების ჩანაწერი და გადაეცა ანსამბლს "ქსოვრელები" (ხელმძღვანელი: გიორგი-ელდარ შოშიტაშვილი). შემდეგ სიმღერით და დეკლამაციით გამოვიდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ინდივიდუალური შემსრულებლები ანა პოღოსოვა, ნინა კარაპეტიან-გევორკოვა, პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები რობერტ ჰოვანისიანი, რობერტ აღაჯანიანი, სამველ ელბაკიანი, ჰენრიხ პეტროსიანი, „ჰაიარტუნ ცენტრის დუდუკის (მასწავლებელი: ივანე მკრტჩიანი) და დოლის (მასწავლებელი: რობერტ კაშავანიძე) კლასების მოწაფეები.

საიათნოვას ნაწარმოებებს, ქალაქურ სიმღერას და დეკლამაციას ავსებდა ერევნიდან სრ სახალხო არტისტების რუბენ მათევოსიანისა და ჯივან გასპარიანის, გლახო ზახაროვის შესახებ სიტყვის ჩანაწერები. ყურადსაღებია რიგითი ქართველი მოქალაქის, თემურ ჯალაღონიას, გულწრფელი სიტყვა, რომელიც ქედს იხრიდა გლახო ზახაროვის ნიჭისა და სომხურ-ქართული მეგობრობის წინაშე.

გაიჟღერა გლახო ზახაროვზე გივი შაჰნაზარის მოგონებებმა. სრ ეროვნული კრების წევრმა ტაჭატ ვარდაპეტიანმა მაღალი შეფასება მისცა თბილისურ სომხურ ხელოვნებას და მოუწოდა მშობლიურის შენარჩუნებისკენ, სრ იუსტიციის მინისტრმა ოვანეს მანუკიანმა გლახო ზახაროვს უწოდა ორი ქალაქების მეგობრობის დამაკავშირებელი ხიდი და გამოთქვა სურვილი, რომ „გლახო - მეორე სიცოცხლე“ სახელწოდებით კომპაქტ-დისკი თაობებისთვის გახდეს გლახო ზახაროვის ფენომენის აღმოჩენა.

მომღერლის ქალიშვილმა ჟასმინა მდივანმა მადლიერების სიტყვით მიმართა სრ იუსტიციის მინისტრ, საქართველოში სრ ელჩს, საელჩოს თანამშრომელ მიქაელ ავაგიანს, საქართველოს სომეხთა ეპარქიას, ყველა მხარდამჭერს, კომპაქტ-დისკის გამოშვებისა და საღამოს მაღალ დიონეზე ორგანიზებისათვის.

თბილისის საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა მაღალი შეფასება მისცა თბილისის კულტურის განვითარების საქმეში უკვდავი გლახო ზააროვის წვლილს და განაცხადა, რომ ქალაქის საკრებულო მზადაა, ოჯახის თანხმობის შემთხვევაში, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს გლახო ზახაროვის გადასვენება სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში.

ღონისძიების ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დამსწრეებს მიმართა კურთხევის სიტყვით, აღნიშნა, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობა უწყვეტია, რომ მათ აქვთ თანამშრომლობის ახალი პროგრამები, რომლებიც მიმართულია სომხურ-ქართული მეგობრობის გაღრმავებისა და საქართველოში სომხური კულტურის განვითარებისაკენ.

ღონისძიების დროს სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების სომხური სათვისტომოების სამმართველოს კავკასიის რეგიონის განყოფილების გამგემ ტარონ შაგოიანმა საქართველოს სომი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარე ენოქ თადევოსიანს გადასცა სრ დიასპორის სამინისტროს მედალი „მშობლიურის დესპანი“. საღამოს სომხურ და ქართულ ენებზე უძღვებოდნენ სრ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი წოვინარ ხაჩატრიანი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი მიქაელ ავაგიანი. ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილემ მიიღო „გლახო - მეორე სიცოცხლე“ კომპაქტ-დისკი.

DSC01014 IMGP0203 IMGP0240 

IMGP0334 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)