1geo

fb you od

მღვდელ ღევონდ თოფაშიანის აღვლენილი პირველი წირვა-ლოცვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Ghevond Topashyan 

2014 წლს 9 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით წირვა-ლოცვა აღავლინა ახალად ხელდასხმულმა მღვდელმა მამა ღევონდ თოფაშიანმა. თბილისელმა მორწმუნეებმა სიხარული განიცადეს მამა ღევონდის აღვლენილი წირვა ლოცვისა და ქადაგების მოსმენით. შემდეგ მამა ღევონდმა მადლიერების სიტყვით მიმართა მორწმუნეებს.

მღვდელი მამა ღევონდ თოფაშიანი დაიბადა და გაიზარდა თბილისში, დაამთავრა თბილისის 95-ე სომხური სკოლა, სწავლობდა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში, შემდეგ მსახური დაიწყო თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში.

2011 წელს მღვდელი მამა ღევონდ თოფაშიანი ჩაირიცხა გევორგიან სასულიერო სემინარიის მღვდელთა მომზადების ჯგუფში და დაამთავრა სამწლიანი კურსი. 2013 წლის 24 დეკემბერს წმინდა სტეფანე პირველმოწამის ხსენების დღეს ეპისკოპოს ჰოვაკიმ მანუკიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

2014 წლის 21 სექტემბერს უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის ლოცვა-კურთხევით, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სომეხთა ეპარქიის სულიერი მოძღვრის ეპისკოპოს ჰაიკაზუნ ნაჯარიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად. ახალად ხელდასხმული მამა ღევონდი უწმინდესმა და უნეტარესმა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ სამსახურში დანიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.

წირვა-ლოცვის დროს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მორწმუნეებს წარუდგინა მამა ღევონდი, მადლიერება გამოხატა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს და გევორგიან სასულიერო სემინარიის ხელმძღვანელობას, მამა ღევონდის შვილივით მიღებისა და სულიერი ცოდნის მიცემისათვის. წინამძღვარი იცნობს რა მამა ღევონდს, მის სულიერ შესაძლებლობებსა და ცოდნა, იმედი გამოთქვა, რომ ღირსეული მღვდელი კეთილად ემსახურება საქართველოს სომეხთა უძველეს სათვისტომოს.

ახალად ხელდასხმული მღვდელი ღევონდი საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის განკარგვით იმსახურებს სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ქალაქ ახალციხესა და მიმდებარე სომხურ თემებში სულიერ მოძღვრად.

ღვთისმსახურების შემდეგ ეკლესიის მორწმუნეებმა და სამღვდელოებამ მიულოცეს ღირსეულ მღვდელს და კეთილი სამსახური უსურვეს.

1 2 4

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)