1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

skver 

მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, თბილისში, ევროპის მოედანზე აღინიშნტოლერანტობის საერთაშორისო დღე.

ღონისძიებას მათი დასწრებით პატივი დასდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო და საერო წარმომადგენელთა ჯგუფი, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვრის ნარეკ ღუშჩიანის ხელმძღვანელობით, ასევე სხვადასხვა რელიგიური თემების წრმომადგენლები, თბილისის მრავალეროვანი საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა და ტოლერანტობა ის დემოკრატიული ღირებულება უწოდა, რომლის დასამკვიდრებლად საქართველოში დიდი ძალისხმევა არასოდეს ყოფილა საჭირო, რადგან ის ისტორიულად არსებობდა

მთავრობის მეთაურმა ყურადღება საქართველოში არსებულ ტრადიციებზე და სხვადასხვა კულტურებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილა. თბილისისთვის ყოველთვის ორგანული იყო უმცირესობების პატივისცემა, ერთ პატარა უბანში, საუკუნეების მანძილზე გვერდიგვერდ დგა სომხური სამოციქულო ეკლესია, ებრაული სინაგოგა, მაჰმადიანური მეჩეთი და ქართული მართმადიდებლური ტაძარი, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გააჟღერა ევროპის მოედანზე" მდებარე ერთ-ერთ სკვერ "ტოლერანტობის სკვერად" წოდების ინიციატივა.

ღონისძიების ყველა გამოსვლელმა მხარი დაუჭირა ინიციატივას და გადაწყდა ევროპის მოედანზე მდებარე სკვერს ეწოდოს „ტოლერანტობის სკვერი“.

IMGP0002 IMGP0012 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)