იეზიდთა სათვისტომოს სასულიერო საბჭოს თავმჯდომარის ლიდერის ვიზიტი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა უმასპინძლა საქართველოს იეზიდთა სათვისტომოს სასულიერო საბჭოს თავმჯდომარეს - დიმიტრი პირბარსა და სათვისტომოს წევრს - როსტოვ ამადოვს. ეპარქიის ლიდერი მიესალმა სტუმრებს და ისაუბრა სომეხთა და იეზიდთა მეგობრობისა და თაბნამშრომლობის მნიშვნელობაზე. საუბრის დროს მისმა უსამღვდელოესობამ აღნიშნა, რომ სომხეთში ყოველთვის ახსოვთ და აფასებენ ჯაჰანგირ აღასა და ანდრანიკ მთავარსარდლის ერთობლივი ბრძოლა სომხეთის თავისუფლებისათვი ვაზგენ ეპისკოპოსმა ასევე მწუხარება და თანაგრძნობა გამოთქვა ერაყში იეზიდი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულსა და უსამართლობასთან დაკავშირებით. სასულიერო საბჭოს თავმჯდომარემ - დიმიტრი პირბარმა, მადლობა გადაიხადა თბილი მიღებისა და მეგობრული გრძნობებისათვის და ისაუბრა თბილისში მშენებარე იეზიდთა სასულიერო ცენტრის სამუშაოების შესახებ. ახლო მომავალში ცენტრი ექსპლუატაციაში უნდა ჩაბარდეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სომხეთში მცხოვრები იეზიდური თემების რელიგიურ და ტრადიციულ ცხოვრებასა და მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა პირობა დადო, რომ მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის მხარდაჭერით ყველაფერს გააკეთებს სომხეთში მცხოვრებ იეზიდთა სათვისტომოს სულიერი და კულტურული ცხოვრებისა და ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარებისათვი
|