მხატვრული წრის ღია გაკვეთილი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში |
მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში ჩატარდა მხატვრული კითხვის წრის ღია გაკვეთილი (წრის ხელმძღვანელი: პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი სამველ ელბაკიანი). გაკვეთილი მიეძღვნა შემოდგომას. წელიწადის ამ დროზე მღეროდნენ და მას სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს უძღვნიდნენ სომეხი პოეტები. პედაგოგის დაუზარავი შრომის შედეგად ცამეტმა სომეხმა მოზარდმა დარბაზში შეკრებილებს უბოძა სომხური ლიტერატურის ბრწყინვალე ნაწარმოებების მხატვრული კითხვა. სომხური და არასომხური სკოლების აღსაზრდელებმა, რომელთაგან ბევრმა სომხური ისწავლა ცენტრის საკვირაო სკოლებში, ბრწყინვალე გამომხატველობით, ზუსტი ინტონაციით, თითოეულ სიტყვის სწორი აღქმით გააჟღერეს ვაჰან ტერიანის, ავეტიქ ისაჰაკიანის, ეღიშე ჩარენცის და სხვათა ნაწარმოებები. ბავშვები ლექსებს კითხულობდნენ ფოთოლცვენის თვალსაჩინოების, გამხმარი ფოთლების შრიალისა და შესაბამისი ხალხური მელოდიის თანხლებით. ისინი შფოთვითა და სიღრმისეულად გრძნობდნენ თითოეული ლექსის მნიშვნელობას. საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა მადლობა გადაუხადა წრის მონაწილეებსა და ხელმძღვანელს მიზნობრივი სამუშაოს შესრულებისათვის და ისაუბრა სომეხ მოზარდებში მეტყველების განვითარების საჭიროებაზე: ცოცხალი მეტყველება, მდიდარი ლექსიკა და მათი სწორი გამოყენება უნდა გახდეს ჩვენი ენის შენარჩუნების ურღვევი გარანტია,- განაცხადა გამომსვლელმა. პრესისა და ინფორმაციის განყოფილების დირექტორმა სუსანა ხაჩატრიანმა მაღალი შეფასება მისცა წრის წევრების არა მარტო ლამაზ დეკლამაციას, არამედ თითოეული სიტყვის სრულყოფილი აღქმით წაკითხვას, მან იმედი გამოთქვა, რომ სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის აღნიშვნის დღეებში ეს წრე ლიტერატურულ-მუსი ღონისძიების ბოლოს წრის ხელმძღვანელმა სამველ ელბაკიანმა მადლობის სიტყვით მიმართა სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლებს, ჯგუფის წევრების მშობლებს, მის სულიერ სამყაროსთან ასე ახლო და ძვირფასი საქმისადმი ნდობის გამოხატვისა და მხარდაჭერისათვის |