1geo

fb you od

შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სომეხ სტუდენტებთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

meetings 

მიმდინარე წლის 28 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების თანამშრომელთა შეხვედრა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სომეხ სტუდენტობასთან. შეხვედრა ინიცირებული იყო ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების მიერ, მას ესწრებოდნენ განყოფილების დირექტორი ვალერი ბადალიანი და საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის თავმჯდომარე გიორგი თუმასიანი.

დამსწრეებს მიესალმა განყოფილების სამუშაოთა კოორდინატორი ნინა სეროპოვა, რომელმაც სტუდენტებს გააცნო „ჰაიარტუნ“ ცენტრის საქმიანობა, შეეხო სხვადასხვა წრეების საქმიანობას, მიმდინარე და ჩასატარებელ ღონისძიებებს. გაიმართა ჩასატარებელ სამუშაოთა ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია.

გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს სომეხი ახალგაზრდების განათლების, თვითგანვითარების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობებს, რაც დასაქმებისას მათ მეტად კონკურენტუნარიანს და მრავლისშემძლეს გახდის.

ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის თავმჯდომარე გიორგი თუმასიანმა აღნიშნა, რომ ჯერ ახალგაზრდების საქმიანობას მიმართული სახე არა აქვს მიღებული და გამამხნევებელი სიტყვები გამოთქვა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ინიციატივის მიმართ, რომელიც ახალგაზრდების საქმიანობის კონსოლიდირების მიზანმიმართული მოღვაწეობით ცდილობს ერისათვის სასიკეთოდ აქციოს მათი მოღვაწეობა.

მაღალი შეფასება მიეცა ახალგაზრდების ჩართვას ეპარქიის სამუშაოებში, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს სომეხი სტუდენტების ასოციაციის დაფუძნების საკითხი.

გადაწყდა სტუდენტების მომავალი სპეციალობების ხაზით კლუბების შექმნა, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ მათი იდეების ინიცირებასა და განხორციელებას, რითაც ხელს შეუწყობენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სათვისტომოს ცხოვრების განვითარებას, საქართველოს სომხების კონსოლიდირებას და მათი შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას.

IMGP0007 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)