სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი დადგმა „100- წლიანი ჭრილობა ..., 100-წლიანი ბრძოლა“ |
2015 წლის 28 აპრილს, ქალაქ ბათუმის საზაფხულო თეატრში სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავს მიეძღვნა დადგმა „100 წლიანი ჭრილობა ..., 100 წლიანი ბრძოლა“, რომელიც ორგანიზებული იყო ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სამღვდელოებისა და პედაგოგიური პერსონალის მიერ. ეკლესიის ერთდღიანი სკოლების, „აღბიურ“ გუნდის“, „ჰეღნარ“ ცეკვის ანსამბლის, ესთეტიკური აღზრდის წრის აღსაზრდელებმა და ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა წარმოადგინეს სიმღერები, გენოციდის ტრაგიკული სცენები, ეპიზოდები კომიტას ვარდაპეტის ცხოვრებიდან, მისი შინაგანი სამყარო და დიდი სულიერი ტანჯვა, როგორც მოწმის, რომელმაც გადაიტანა გენოციდის ტრაგიკული მოვლენები. მაყურებელი მოიცვა ღელვამ და აღფრთოვანებამ. მონაწილეებს და მაყურებელს მიესალმა აჭარის, გურიის, იმერეთისა და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი მღვდელი არარატ გუმბალიანი. მღვდელმა მაღალი შეფასება მისცა მასწავლებლების, აღსაზრდელების და მონაწილეების შესრულებულ სამუშაოს და ღრმა რწმენა გამოთქვა, რომ დადგმა, რომელიც ადიდებს წინაპართა ხსოვნასა და მოწამეობას, დიდხანს დარჩება მაყურებელთა მეხსიერებაში. მისასამებელი სიტყვით გამოვიდა ბათუმში სრ გენერალური კონსული არამ გრიგორიანი. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ერმა გადაიტანა ასეთი ტრაგედია და ხოცვა-ჟლეტა, შეინარჩუნა ურყევი ნება, შექმნა ეროვნული სახელმწიფო, ძლიერი არმია, ერთიანი დიასპორა, რომლის დასტურია დღევანდელი ღონისძიება. |