წმინდა ქალწულ მარიამის ანასაგან შობის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა გასვლითი საღმრთო ლიტურგიებით |
ყოველი წლის 8 სექტემბერს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია ღვთისმშობლის დაბადებას აღნიშნავს უცვლელად. წელს წმინდა ქალწულ მარიამის ანასაგან შობის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღინიშნა გასვლითი საღმრთო ლიტურგიებით. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის სულიერი მოძღვრის მღვდელ ნარეკ ღუშჩიანის ხელმძღვანელობით საღმრთო ლიტურგია აღავლინეს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ შამშულდას მე-19 საუკუნის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში. |